საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევა ჩატარებულია 2019 წლის ივნისის შემდგომ პერიოდში. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა განათლებაა.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, 68% თვლის, რომ მთავარი პრობლემა ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაა, 45% მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემაა მაღალი ფასები, 21% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ძირითად პრობლემა სიღარიბეა.
ამასთან კითხვაზე თუ რა არის სახელმწიფოს მთავარი მიღწევა გამოკითხულთა მხოლოდ 4% პასუხობს, რომ განათლება. 21% ამბობს, რომ სახელმწიფოს არავითარი მიღწევა არ აქვს, 36%–ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, 13% კი მიიჩნევს, რომ მთავარი მიღწევა ჯანდაცვის სფეროში განხორციებული რეფორმაა.
კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის ქვეყნის სამი მთავარი გამოწვევა, გამოკითხულთა 10% პასუხობს, რომ მთავარი გამოწვევა განათლების პრობლემაა.
„ეკონომიკა და უმუშევრობა საქართველოს მაცხოვრებელთათვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური პარტნიების მხრიდან ამ პრობლემაზე ყურადღება არ არის გამახვილებული. რესპოდენტების 80%–მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მერკეტინგის ინსტიტუტმა (IPM) 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500–მა მაცხოვრებელმა“, – ნათქვამია კვლევის დასკვნაში.