ახალი წელი ახლოვდება და ზამთრის არდადეგების საკითხი მშობლებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს განსაკუთრებით აინტერესებთ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვეუბნებიან, ამ კუთხით არანაირი ცვლილება არ არის და საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება. 30 დეკემბერი შაბათს ემთხვევა, ანუ მოსწავლეები 29 დეკემბრის, პარასკევის ჩათვლით, სკოლაში მივლენ. არდადეგები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, 8 მარტიდან 14 მარტამდე იქნება. სააღდგომოდ კი, სკოლები 17 აპრილიდან 20 აპრილამდე დაისვენებენ.
ასევე, იხილეთ ოფიციალური დასვენების დღეები ბმულზე: არდადეგების სრული ჩამონათვალი
როდიდან დაიწყება და როდემდე გაგრძელდება ბაღებში საახალწლო არდადეგები