უნივერსიტეტები 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მიღებას ელექტრონულად გამოაცხადებენ
უნივერსიტეტები 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მიღებას ელექტრონულად გამოაცხადებენ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (ემისი) ცნობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული ანკეტა - კითხვარი. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბიზნესის ანალიზისა და პროექტების მართვის სამუშაო ჯგუფის, პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურისა და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით შეიქმნა.

ემისის ცნობით, განახლებული საგამოცდო ფორმატის გათვალისწინებით, ელექტრონულ ანკეტა - კითხვარში უზრუნველყოფილია მექანიკური
და ტექნიკური შეცდომებისგან დაწესებულებების დაცვა.

განახლებული მიდგომით, ელექტრონული გახდა ანკეტა-კითხვარების წარდგენის, დადასტურების, ხარვეზის დადგენის, ხარვეზის აღმოფხვრისა და საბოლოო ინფორმაციის სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მოწოდების პროცესები.

2019 წლის 21 და 22 ნოემბერს ჩატარდა ელექტრონული ანკეტა-კითხვარის პილოტირება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით.

ამავე დღეებში სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად გამართა საინფორმაციო შეხვედრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ძალიან დადებით და პროგრესულ მოვლენად მიიჩნიეს განხორციელებული სიახლე.
402
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?