განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (ემისი) ცნობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული ანკეტა - კითხვარი. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბიზნესის ანალიზისა და პროექტების მართვის სამუშაო ჯგუფის, პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურისა და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით შეიქმნა.
ემისის ცნობით, განახლებული საგამოცდო ფორმატის გათვალისწინებით, ელექტრონულ ანკეტა - კითხვარში უზრუნველყოფილია მექანიკური და ტექნიკური შეცდომებისგან დაწესებულებების დაცვა.
განახლებული მიდგომით, ელექტრონული გახდა ანკეტა-კითხვარების წარდგენის, დადასტურების, ხარვეზის დადგენის, ხარვეზის აღმოფხვრისა და საბოლოო ინფორმაციის სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მოწოდების პროცესები.
2019 წლის 21 და 22 ნოემბერს ჩატარდა ელექტრონული ანკეტა-კითხვარის პილოტირება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით.
ამავე დღეებში სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად გამართა საინფორმაციო შეხვედრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ძალიან დადებით და პროგრესულ მოვლენად მიიჩნიეს განხორციელებული სიახლე.