აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის #9 საჯარო სკოლაში ისაუბრეს, სადაც სკოლაში მიმდინარე საგანამანათლებლო პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ბულგარეთის ელჩმა, დესისლავა ივანოვამ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა დაათვალიერეს.

ბულგარეთის ელჩმა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და ქართველ პედაგოგებს ბულგარეთის გამოცდილება გაუზიარა.
საგანმანათლებლო სისტემაში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ჩართვის მიზნით, ორწლიანი პროგრამა მიმდინარეობს.