"გარედან კარგადაა სკოლები შეფუთული... თუ გინდა დაანგრიო ქვეყანა, უნდა მოშალო საგანმანათლებლო სისტემა"
"გარედან კარგადაა სკოლები შეფუთული... თუ გინდა დაანგრიო ქვეყანა, უნდა მოშალო საგანმანათლებლო სისტემა"
ჩვენ ყველა დამნაშავე ვართ, ჩვენ ყველამ ერთად გავწირეთ ლუკა.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მასწავლებელი ვაჟა კაკაბაძე:

"მე, არა მარტო ლექტორი ვარ, არამედ ვასწავლი სკოლაში როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში და ძალიან კარგად ვიცი რა ხდება სკოლებში, ლუკას გარდაცვალებამ გადამაწყვეტინა ყოველივე იმის მოთხრობა რასაც თქვენ ახლა წაიკითხავთ.

არ ვასახელებ სკოლას, მის დირექტორს და მასწავლებლებს, მაგრამ ეს სიმართლეა:

ერთხელ ერთმა ბავშვმა მითხრა: ვაჟა მას, სკოლაში ატესტატის გამო დავდივარ,
თორემ აქ რა უნდა ვისწავლო, პედაგოგები კარგები არიან, მაგრამ ერთ კლასში 35 ბავშვს რომ შეყრი, ჩვენი დაწყნარება იქნება?
და, მართლაც შეუძლებელია შენი ცოდნა დაიყვანო ბავშვებამდე, რადგან ძალიან ბევრნი არიან კლასში და ყოველმა ბავშვმა ერთი წუთის შუალედით ერთხელ მაინც თუ ჩაახველა, კლასში უკვე ხმაურია. აი, რაზე უნდა იზრუნოს ჩვენმა სამინისტრომ, აი, რაზე უნდა იზრუნოს საზოგადოებამ და შეძლებულმა ბიზნესმენებმა – კლასში თხუმეტ ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს.

ახლა სხვა მანკიერი მხარე, რის გამოც ერთ-ერთი სკოლა დავტოვე და დირექტორის თხოვნით უკან დავბრუნდი - შეეშინდა, ჩემს წასვლას ხმაური არ მოჰყოლოდა. რასაკვირველია, სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ მაინც დავტოვე ის სკოლა და მიზეზი ის იყო, რომ საკლასო ჟურნალში თავად
დირექტორის ხელით, ფანქრით ჩაწერილი ნიშნები დამხვდა. აი, მითხარით, ასეთი გარემოებების დროს იქნება ბავშვი ორიენტირებული სწავლაზე?
ამავე სკოლაში მოხდა: გაკვეთილს ვატარებდი შემოვიდა, კლასის დამრიგებელი და ყველა ბავშვის თანდასწრებით ეჩხუბა ყველაზე მოწესრიგებულ ბავშვს, რომელსაც თურმე საკლასო ოთახისთვის ფარდების შესაძენად ფული არ მოუტანია; ეს ბავშვი სამი დღე გაკვეთილებს არ ესწრებოდა, თურმე სკოლაში მოდიოდა, მაგრამ შენობაში არ შემოდიოდა, თანატოლებს ემალებოდა. აი, მითხარით, ხომ შეიძლებოდა ეს ბავშვი ცუდ რამეს გადაჰყროდა?

ახლა სხვა საჯარო სკოლა. როცა დირექტორს ვუთხარი, სკოლის გარეთ ბავშვები სიგარეტს და მარიხუანას ეწევიან-თქო, პასუხი ასეთი იყო: ბატონო ვაჟა, საპირფარეშოში ავკრძალე სიგარეტის მოწევა და აბა რა ქნან!
მკითხველო, თუ დააკვირდებით პასუხის არსს, კარგად დაინახავთ, რომ დირექტორს არა მარტო არ ანაღვლებს ბავშვის ჯანმრთელობა, არამედ მიაჩნია, რომ ბავშვმა უნდა მოწიოს სიგარეტი ან თუნდაც მარიხუანა; იქნებ უბრალოდ ფეხებზე ჰკიდია ყველა ბავშვი, რასაკვირველია საკუთარი შვილის გარდა?

კიდევ სხვა საჯარო სკოლა და ამ ფაქტს შემთხვევით შევესწარი: დირექტორის ძებნაში, მითხრეს ამა და ამ კლასშიაო, საკლასო ოთახის კარი შევაღე და რას ვხედავ კედელზე აკრულ მასწავლებელს, დირექტორი, ბავშვების თანდასწრებით ლანძღავს, ბავშვები კი კვდებიან სიცილით. აბა, ახლა მითხარით, ამ მასწავლებელს როგორ დაუჯერებენ ბავშვები, მისი ავტორიტეტი ხომ სამუდამოდ შეილახა.

და, ასეთი მრავალი ფაქტია, მაგრამ თუ ჰკითხავ რომელიმე მასწავლებელს ან დირექტორს: თქვენთან ხდება მსგავსი დარღვევებიო? გიპასუხებენ: სხვა სკოლებში არ ვიცი მსგავსი ფაქტები ხდება თუ არა, მაგრამ ჩემს სკოლაში არ ხდება. ანუ ამ მანკიერ ფაქტებს არ უარყოფენ, ვინაიდან კარგად იციან, რომ არსებობს, მაგრამ თურმე მის სკოლაში არა. ჰო, გარედან კარგადაა სკოლა შეფუთული - სასკოლო კონკურსებშიც მონაწილეობს, გამარჯვებულებიც ჰყავთ, მაგრამ ეს სკოლის დამსახურება კი არ არის, არამედ საბედნიეროდ, ნიჭიერი ბავშვები გვყავს.

ზემოთ რაც ჩამოვთვალე, ეს საჯარო სკოლას ეხებოდა, ახლა შევეხოთ კერძო სკოლებს: აქ სწავლის და დისციპლინის მხრივ ბევრად კარგი ვითარებაა, მაგრამ სირთულე სხვა რამეშია, სახელდობრ: სასწავლო ფულის გადახდაში, და როცა ეს დრო დგება და განსაკუთრებით, თუ მშობელმა გადააცილა ფულის გადახდის ვადას, კეთილი დირექტორი უეცრად საშინელ მხეცად გადაიქცევა და ლამისაა მშობელი და მისი შვილი ნაკუწებად აქციოს; პირველი, რაც არის, ეუბნება: ახლავე გადაიყვანე შენი შვილი სხვა სკოლაში ან თუ არ გაქვს სწავლის გადახდის საშუალება, რას მოგყავდა აქ. იმას კი არ კითხულობს, თუ რა მიზეზით ვერ იხდის ფულს მშობელი. მეორე მანკიერი მხარე: გარიგებაში შედის სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორთან ან გამომცემელთან და რაოდენ ცუდი არ უნდა იყოს სახელმძღვანელო, მაინც ამ წიგნის შეძენას აიძულებენ ბავშვებს.

...არ ვიცი, რა მიზეზის გამო დააწერა სკოლის კედლებს ლუკა სირაძემ: „ამ ცხოვრების დედაც“, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მანკიერმა გარემოებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც დამატებით დაემატა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანის ფსიქოლოგიური ზეწოლა და შედეგი – თითოეულმა ჩვენთაგანმა დაკარგა სიცოცხლე. ახლა ეს ქალბატონი გულის შეტევით სავადმყოფოშია და მიჩნდება კითხვა: რა ვითარებაში იყო ლუკა, როცა დაკითხა? ის ხომ სულ 15 წლის იყო, ეს არის გარდატეხის პერიოდი, როცა ბავშვი გადამეტებულად ემოციურია. არ გრცხვენიათ? შვილი არ გყავთ? – ეს კითხვები ეხება როგორც სკოლის დირექტორს, ასევე გამომძიებელსაც.

დირექტორი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს პედაგოგი და ჩემი მოსაზრებით, როცა სკოლას ეძლევა ფუქციონირების უფლება, ეს სულ ერთია, საჯარო სკოლაა თუ კერძო, დირექტორმა უნდა გაიაროს მორალურ ნორმებზე აგებული ფსიქოლოგიური ტესტი და ოფიციალურად აიღოს ვალდებულება ბავშვების უსაფრთხოებაზე. ჩვენ ხშირად ვაგინებთ საბჭოთა კავშირს, მათ შორის მეც, მაგრამ საგანმანათლებლო სისტემა, განსაკუთრებით სკოლებში, მაღალ დონეზე იყო და თუ რომელიმე სკოლის ბავშვი რამეს დააშავებდა, თუნდაც სკოლის ტერიტორიის გარეთ, ამ სკოლის დირექტორს ხსნიდნენ ანუ იმის თქმა მინდა, რომ პასუხისმგებლობის ხარისხი მაღალი იყო. ახლა დირექტორები ისე არიან თავის სკამებს მომჯდარი, რომ ძვრასაც ვერ უზამ.

თუ გინდა დაანგრიო ქვეყანა, უნდა მოშალო საგანმანათლებლო სისტემა... მტერი ამას კარგად ახერხებს..." 

1731
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
mem
0
2 დირექტორი შეიცვალა 10 წლის განმავლობაში, ორ4ივე სკოლის გარეთ მომხდარი შემთხვევის გამო. კლასში ვიყავით სიით 27, გაკვეთილებზე 20-22 (20 ვერ ავაცილე ეს კლასიო დამრიგებლის სიყუვებია 10 კლასში). სწავლის პროცესი ნორმალური იყო, ურთიერთობაც. სხვა პრობლემა გვაქვს - ე არის ოჯახი, იქ არის პრობლემა. არავის არ ცალია შვილისთვის და მისი სწავლისთვის, ქცევისთვის, ინტერესისთვის.
04:56 / 24-12-2019
nino
0
Namdvilad didi problemis winsdhe vdgavat. Pedagogebi agar arsebobem tu atsebobem da aravin angarishs mat ar uwevs. Ojaxebida mshoblebsav ar caliat shvilebistvis. Zogadad psixozia qveyanashi. Ai ase uwiet marixuanas propaganda ganatlebis da wignebis nacvlad. Mizanmimartulad wamlaven ers. Ra tkmaunda meti dabolili gabruebuli axalgazrda .meti gaunatleneli . Rom agar gMravldes eri((((((.
15:50 / 20-12-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?