"გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა..."
"გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა..."
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:

"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების, ან მათი რთული ქცევის მქონე კლასელების დაცვა და ვერ ვიცავ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.
მასწავლებლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველ დღე მესმის, როგორ რიყავთ ჯგუფიდან თქვენი საზომით წარუმატებელ ბავშვებს, როგორ შეურაცხყოფთ მათ პატარა პიროვნებას, როგორ ლანძღავთ ამ დაუმორჩილებელ ჭინკებს. ვერ ვიცავ მათ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში
ხართ.
ტრანსპორტის მგზავრებო, შეშფოთდით ხო? თქვენ ხართ, ამრეზით რომ გადახედავთ ხოლმე როგორი უზრდელი თაობაა, ხმამაღლა რომ იცინიან, კედლებს როგორ ხატავენ, უცნაურად როგორ იცვამენ რომ იქნებ რამე გაგაგებინონ. ვერასდროს ვერ გაიგეთ და თქვენ უმრავლესობაში ხართ.
ბავშვებო, შეწუხდით თქვენი თანატოლის სუიციდზე? თქვენ ხართ, ძველი ტანსაცმლის, განსხვავებული გემოვნების ან უცნაური ხასიათის გამო რომ ბოლომდე შეგიძლიათ გაწიროთ ადამიანი და თან წიხლიც მიაყოლოთ. ამას გასწავლიან ყველგან, დაჩაგრე თორემ დაგჩაგრავენო და ამ დაჩაგრულს არაფერი შეუძლია, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.
სახელმწიფოვ, არადა რა კარგად დავზოგეთ ფული სოციალურ მუშაკებზე, ფსიქოლოგიურ სერვისებზე, არაფორმალურ განათლებაზე, მასობრივ სპორტზე. არ იყო პრიორიტეტი, იმიტომ რომ
ამომრჩეველი ბიულეტენის აღების დროს არ ფიქრობს, აბა ვინ რა გაუკეთა ჩვენს ბავშვებსო და რას ვიზამთ, ისინი უმრავლესობაში არიან".
3980
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
populisti
0
დრო იშოვა თავი გამოყო ამანაც ჩააკვეხა თავისი ბრძნული აზრი
18:26 / 29-01-2020
!!!
0
ანუ, ამ ადამიანის აზრია, მოზარდმა პანღური თუ ამოგარტყა ქუჩაში, მიუბრუნდი, გაუღიმე და მადლობა უთხარიო... შე დალოცვილო, სანამ ლისიჩკას არ გაგიყრიან უბნის ბიჭბუჭები, ასეთი აზრები უნდა ისროლო?
18:01 / 31-12-2019
ჩვენი მომავალი.
4
დავით! გეთანხმები, გამოცდებს მასიურად ვერ აბარებენ. რა აზრი აქვს მის ჩატარებას. სჯობს, გამოცდები მოიხსნას, ჩასატარებელი ფული დაიზოგება და ოფიციალურად მავანთა ჯიბეში გადავა. ბავშვები თანდათან გატიტვლდები- ან, იმ ადგილს, ლაღვის ფოთლით დაიფარავენ და "ვანა-ჯუჯუს" ძახილით საქართველოს ტყეებს შეესევიან.
18:13 / 18-12-2019
dato
0
ამდენი ბავშვი გამოსაშვებ გამოცდებს რომ ვერ ჩააბარებს მერე ნეტა ეს ბავშვები სად მიდიან... (ეხლა თან უნდათ საერთოთ გააუქმონ გამოსაშვეგი გამოცდები) ... სავარაუდოთ ზოგი მასწავლებელი ზოგი ექიმი ზოგი მშენებელი ზოგი კიდე თქვენნაირ სამსახურში მოგვევლინება და მერე გვიკვირს თუ რა გაუნვითარებლობა გვჭირს... და გვიკვირს ... ნაცნობობით რო ხდება ყველაფერი ამდენი წელია საქართველოში იმიტომ ვდეგრადირებთ!
17:12 / 18-12-2019
დევიღუპეთ
4
მერე?
16:35 / 18-12-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი