გადაიდება თუ არა ვირუსების გამო სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში
გადაიდება თუ არა ვირუსების გამო სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლო კვირიდან კლინიკებში გრიპის ვირუსით მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს.

დავინტერესდით, აღნიშნულის გამო ხომ არ გადაიწევს სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოსპიტალიზაციისა და გართულებული შემთხვევების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებულია.

...როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური
საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განმარტა ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბრისას, გრიპს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი და მეტი, საერთო სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი და საკვებზე უარის თქმა.

თამარ იაკობაშვილი

alt"მაქსიმალურად მოერიდეთ ანტიბიოტიკების გამოყენებას ბინაზე. თვლიან, რომ აუცილებელია, სინამდვილეში პირიქითაა"- ივანე ჩხაიძე სეზონურ ვირუსზე


8957
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
nata
0
უნდა გადაიდოს სასწავლო პროცესი. ქვეყანაში ვირუსები მძინვარებს რა დროს სკოლა და ბაღია.მე შემხვდა ვირუსი და რამის მომკლა და ვისა აქვს ასატკიებელი თავი ბავშვი სკოლაში გაუშვა. და საერთო ამ იაშვილის კლინიკას ურჩევია ექიმებს მიხედოს უცოდინრებით რომაა გატენილი... ეგენი მკითხავები უფრო არიან.სამარცხვინოა რა
16:56 / 08-01-2020
გიო
2
არდადეგები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს! !ჩვენ არ ვიცით რა ხდება რაიონებში.თუ არდადეგები არ გადაიდება მივიღებთ სავალალო შედეგებს ! რას ჩააცივდით იაშვილის კლინიკას? ვანო ჩხაიძემ კი არა უფალმა იცის მარტო რა მოხდება! სწავლა თორე ისეთ განათლებას იღებენ ბავშვები.რომ მეტი არ შეიძლება!
10:02 / 07-01-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?