დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლო კვირიდან კლინიკებში გრიპის ვირუსით მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს.
დავინტერესდით, აღნიშნულის გამო ხომ არ გადაიწევს სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოსპიტალიზაციისა და გართულებული შემთხვევების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებულია.
...როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განმარტა ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბრისას, გრიპს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი და მეტი, საერთო სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი და საკვებზე უარის თქმა.
თამარ იაკობაშვილი