გაახანგრძლივებს თუ არა განათლების სამინისტრო არდადეგებს და რას ელოდება გადაწყვეტილების მისაღებად
გაახანგრძლივებს თუ არა განათლების სამინისტრო არდადეგებს და რას ელოდება გადაწყვეტილების მისაღებად
სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო არ ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბა შე­იძ­ლე­ბა 20 იან­ვრამ­დე გა­და­ი­დოს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, იმის­თვის, რომ მთე­ლი ქვეყ­ნის მაშ­ტა­ბით სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბა გა­და­ი­დოს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცია უნდა არ­სე­ბობ­დეს.

უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს ამ დრო­ის­თვის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის მსგავ­სი რე­კო­მენ­და­ცი­ით არ მი­უ­მარ­თავს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრში გა­ნუ­მარ­ტეს, ისი­ნი ვერ ხე­და­ვენ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, გრი­პის ვირუ­სის გამო, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, სკო­ლებ­ში ზამ­თრის არ­და­დე­გე­ბის
გა­ხან­გრძლი­ვე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თონ.



1970
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი