საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. მშობლების ნაწილმა შვილები არ გაუშვა, ნაწილი კი ჩვეულებრივად აგრძელებს სიარულს. დავინტერესდით, რატომ არ გაუშვეს ბავშვები დღეს კოლაში.
არ გამიშვია, რადგან ახლა რა სიტუაციაცაა, ეპიდემია ჰქვია, რასაც პაატა იმნაძე არ აღიარებს. ნამდვილად არ გავუშვებ, სანამ ცოტა არ ჩაცხრება მდგომარეობა, თუმცა რამდენ ხანს მოგვიწევს გაცდენა, ვინ იცის? გავუშვი იმიტომ, რომ ეს ვირუსები კიდევ 2 თვე გაგრძელდება და აზრი არ აქვს გაცდენას. არ ვუშვებ, რადგან კლინიკაში ვმუშაობ და საშინელი ვირუსით მოდის ხალხი. აპრილამდე ეს ვირუსებია და მაშინ გამოვკეტოთ სახლში! არ ვუშვებ, რადგან არავინ მიდის. გრიპზე ავიცერით და მოგვეხსნა პრობლემა. 7 ავადმყოფ ბავშვთან ერთად იყვნენ და არ დამართნიათ. აცრა არის გამოსავალი! მე ვუშვებ, მართალი, შუა კვირას დაემთხვა, მაგრამ მთელი 3 დღეა სწავლა და ნორმალურია. ვირუსს რაც შეეხება, როცა ვუფრთხილდებოდი არდადეგებზე და არც არსად გამიყვანია, არც სახლში მქონია სტუმრიანობა, ზუსტად მაშინ შეხვდათ. ასე რომ, აზრი არ აქვს. თუ შეხვედრაა, შეხვდებათ მაინც. ჩემი შვილი სპორტული წრიდან ბაკურიანში გავუშვი. სულ არ მაინტეტესებს სკოლების "არები". მთავარია ჯანმრთელი მყავდეს. გადავამოწმეთ რამდენიმე საჯარო სკოლაში, როგორია მოსწავლეების დასწრება. თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში გვითხრეს, რომ მოსწავლეთა დასწრება საშუალოა. 177-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა 40-45% გამოცხადდა. თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში გვითხრეს, რომ მოსწავლეთა დასწრება მაღალი არ არის, ინფორმირებულები არიან და უმეტესობამ თავი არა ვირუსის, არამედ არდადეგების გახანგრძლივების მიზნით შეიკავა. 175-ე საჯარო სკოლაშიც საშუალო დასწრებაა. როგორც განგვიცხადეს, არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესის პირველ დღეს მსგავსი სიტუაციაა ხოლმე.
სკოლებში სასწავლო პროცესი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით განახლდა. მათივე ინფორმაციით, სასწავლო პროცესის გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
თამარ იაკობაშვილი