"მეცადინეობა არასოდეს უყვარდა და არც წიგნები წაუკითხავს ოდესმე. არადა სკოლას ამთავრებს და ცოდნის რაღაც მარაგი ხომ სჭირდება? სანამ თვითონ 2 გვერდს წაიკითხავს, მანამ მე მთელ პარაგრაფს წავუკითხავ, კითხვის პროცესი იმდენს ღლის, იმდენ ხანს ანდომებს კითხვას, რომ წესიერად გააზრებასაც ვეღარ ახერხებს. მე სწრაფა
დაც ვუკითხავ და მეტი შანსია, ასე მაინც დაიმახსოვროს რამე. ვიცი, სამარცხვინოა, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოასწრებს მასალის გავლას, მეცოდება, უნიჭო ნამდვილად არ არის, ძალიან სწრაფად ითვისებს, მაგრამ კითხვა მისთვის მაინც დაუძლეველ დავალებად დარჩა", - გვეუბნება მე-12 კლასელი თორნიკეს დედა.
როგორ შეიძლება მოზარდები დავაინტერესოთ კლასგარეშე ლიტერატურით, როგორ მივაჩვით კითხვას და რამდენად გამართლებულია თორნიკეს დედის მსგავსი მეთოდის გამოყენება - ამის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს ვკითხეთ:
ნინო მალუტაშვილი:
- მე, როგორც მასწავლებელი, ვიყენებ წაკითხვის მეთოდს, თუმცა ბოლომდე არ ვუკითხავ. ჩემთვის ეს არის ერთგვარი ინტრიგა, ინტერესი, რომელიც ბავშვს შეიძლება ამ ფორმით გაუჩინო. წაუკითხო დასაწყისი და არ წაუკითხო დასასრული ან რაიმე ამის მსგავსი. ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომელიც სხვა ყველა სტრატეგიის მსგავსად, ან
ირინა კრავჩენკო:
- უფროსკლასელის კლასგარეშე ლიტერატურით დაინტერესება, როგორც წესი, უფრო რთულია ხოლმე, ვიდრე დაბალკლასელების შემთხვევაში, იმიტომ, რომ უფროსკლასელები უკვე მკითხველები არიან ან არ არიან. თუმცა, რთულთან ერთად, საინტერესო პროცესიცაა. უფროსკლასელებში მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეებს ვგულისხმობ, რადგან მე-12 კლასელთა დიდი ნაწილი მთლიანად საგამოცდო პროგრამის მომზადებაზეა გადართული. ვცდილობ, შევთავაზო ისეთი წიგნები, რომლებიც თემატიკიდან გამომდინარე, აინტერესებთ, რომელი პრობლემებიც აქტუალურია და რომლებსაც განიხილავს მათი თაობა. გარდა ამისა, ყველაზე საინტერესოა იმ ფილმებისა და სერიალების მსგავსი შინაარსის წიგნების შეთავაზება, რომლებსაც ისინი აქტიურად უყურებენ და ძალიან უყვართ. ეს ოპტიმალური ვარიანტია. ბუნებრივია, ამ პროცესში საყოველთაო ჩართულობა არ მაქვს, მაგრამ ამ მეთოდით შედეგზე გასვლა, ვფიქრობ, შესაძლებელია. როცა 100%-დან 60-70% უკვე მითითებული წიგნებისა და ავტორების მკითხველია, კარგ შედეგად ითვლება.
გარდა ამისა, ძალიან კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ინტერტექსტუალურ ჭრილში განიხილავს ქართულ ტექსტებს: მოსწავლეებს გააცნობს ქართული პრობლემატიკის საერთაშორისო რეზონანსს, ასევე იმას, როგორ ასახავს იმავე პრობლემას ინგლისელი ავტორი, როგორ დასვა იგივე საკითხი ფრანგულმა ლიტერატურამ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მოსწავლეებს ამ გზით უფრო მეტი პარალელის გავლება შეეძლებათ და პროცესიც უფრო საინტერესო იქნება.
რაც შეეხება მშობლების მიერ მასალის წაკითხვას, ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებეფექტური მეთოდია, რადგან ბავშვები პასიურები ხდებიან და მშობლებიც მთელი შემეცნების პროცესში ვერ იქნებიან სუფლიორის როლში. შესაბამისად, ეს მეთოდი დათვურ სამსახურს ჰგავს.
თამარ იაკობაშვილი