მშობლებს აშვიდებენ იმით, რომ covid19 არ „წყალობს“ ბავშვებს, ვირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული ბავშვთა
გართულებულ ვირუსულ ფონზე, განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს, გატარდეს შემდეგი სახის სამუშაოები:
- სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;
- საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;
- ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
- ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
- სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
- სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ;
- მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
- დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);
- ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის
- სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
- ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;
- სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;
- სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ;
- სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.
თეკლა ჟვანია