სკოლებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასწავლო პროცესი დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შეწყდა.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განგვიცხადეს, გაცდენილი საათები არ ანაზღაურდება, რადგან არდადეგებადაა გამოცხადებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ "საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ" მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა და საგაზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღად 2 მარტი გამოცხადდა.
სკოლებში სასწავლო პროცესი 16 მარტამდეა შეჩერებული. იქამდე კი სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თამარ იაკობაშვილი