რომელი უნივერსიტეტები გადადიან სწავლების ონლაინრეჟიმზე
რომელი უნივერსიტეტები გადადიან სწავლების ონლაინრეჟიმზე
სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის განახლება ჯერჯერობით კვლავ 16 მარტსაა დაგეგმილი, თუმცა, ამის პარალელურად, უნივერსიტეტები სწავლების ონლაინრეჟიმზე გადასვლას გეგმავს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ 16 მარტიდან სწავლების დისტანციურ მოდელზე გადადიან, რაც ფეისბუქზე ლექციების ლაივ-რეჟიმში გაშვებას გულისხმობს. ასევე, განმარტეს, რომ წინასწარ ჩაწერენ ვიდეოებს და ატვირთავენ. როდემდე გაგრძელდება სწავლების ონლაინრეჟიმი, ჯერჯერობით უნივერსიტეტში არ აქვთ ინფორმაცია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტსაა დაგეგმილი, თუმცა ცვლილების შესახებ აუცილებლად დროულად ეცნობებათ სტუდენტებს,
შესაბამისი ინფორმაცია აიტვირთება საიტზეც. იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო კვლავ გამოაცხადებს სწავლის გადადების აუცილებლობას, თსუ-ში ამბობენ, რომ ონლაინსწავლების კურსის მომზადება დაწყებულია.

16 მარტს გეგმავენ სწავლის განახლებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. სხვა ინფორმაციას, მათ შორის, სწავლების ონლაინრეჟიმზე გადასვლის შესახებ ინფორმაციას, ჯეჯერობით არ ფლობენ.

თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სწავლის გადადების შესახებ კვლავ გაავრცელებს განათლების სამინისტრო ინფორმაციას, შეიძლება ონლაინრეჟიმზე ლექციების წარმართვის პროცესი მოიფიქრონ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური სწავლებისთვის ემზადებიან, თუმცა ამ ეტაპისთვის, სწავლის განახლება კვლავ 16 მარტს იგეგმება.

კავკასიის უნივერსიტეტში სწავლების დისტანციური მოდელი სატესტო რეჟიმშია და საჭიროების შემთხვევაში სწავლას ამ ფორმით განაგრძობენ.

თამარ იაკობაშვილი
1662
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?