განათლებასიახლეები
"ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას" - გიორგი გახარია
"ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას" - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო, შესაძლოა, 26 აპრილამდე სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდეს.

როგორც მან განაცხადა, განათლების სისტემა დღეს არ არის მზად, რომ ბავშვებს განათლება დისტანციურ რეჟიმში მისცეს.

„სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, პირველ რიგში ბავშვების. გარკვეული ვადები არსებობს. ჩვენ თუ შევძელით ამ გამოწვევას შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხოთ, რისიც მეეჭვება- იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს.

მაგალითად, განათლების
სამინისტრო დღეის მონაცემებით ამბობს, რომ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი თუ არ განახლდა სკოლებში, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ არის გარკვეული სტანდარტები. განათლების სამინისტროს დღეს აქვს დავალება იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება“,-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებული არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ბევრი ბავშვია, სადაც ინტერნეტზე წვდომაც კი არ არის.

„ ის, რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის დღეს მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს
ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა. ამიტომ, ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი სცენარი გვაქვს, და თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს“,-განაცხადა გახარიამ "რუსთავი2"-ის ეთერში.

ბეჭდვა