"სასწავლო პროცესი შესაძლოა აპრილის ბოლოსაც ვერ განახლდეს..." - გიორგი გახარია
"სასწავლო პროცესი შესაძლოა აპრილის ბოლოსაც ვერ განახლდეს..." - გიორგი გახარია
გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს.

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშრებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა
აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინტერპრესნიუსი
3140
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
პირდაპირი ეთერის გაკვეტილი პირიქით სტრესი.ვისაც ნათესავბთან სკაიპით ან ვიდეოთვალით სულ ერთი რომელით ულაპარაკია იცის ხან ხმას ჭედავს ხან მოძრაობებს. რომ გააკეთონ პატარა ვიდეო ჩანაწერები და ისე აუხსნან ბავშვებს დავალება?აგრეთვე მაილი ძალიან პრაქტიკულია ! ეს ხომ საგანგებო მდგომარეობაა და ამიტომაც ყველაფერს ასპროცენტიანად ნუ მოითცოვთ ნურც მასწავლებლებისგან ნურც მოსწავლისგან და ნუფც ინტერნეტისგან.
16:19 / 27-03-2020
ლეილა
0
იქნებ ინტერნეტმა ცოტა დაივენოს
13:16 / 24-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი