ახალი კორონავირუსის გამო სკოლები ონლაინსწავლების რეჟიმში არიან. იმის მიუხედავად, რომ მოსწავლეები სახლებში არიან, სააღდგომოდ დასვენების დღეები მაინც გამოცხადდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ონლაინგაკვეთილები შეწყდება 17 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით და სამშაბათს, 21 აპრილს განახლდება.
მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, სასწავლო წელი ჩვეულებრივ 15 ივნისს დასრულდება და მმოსწავლეები მომდევნო კლასში გადავლენ.
რაც შეეხება მოსწავლეთა შეფასებას, თუ სწავლა მაისშიც ვერ განახლდა, მასწავლებლეს მოსწავლეტა შეფასების ალტერნატიულ გზას შესთავაზებენ.