როგორც ცნობილია, მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების წინადადებით მიმართა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. „ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა... ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში“, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
წინადადება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მანაც დაამტკიცა ინიციატივა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ.
შესაბამისად, ეს წესები ავტომატურად ეხება სასწავლო დაწესებულებებსაც და სწავლა სკოლა-ბაღებში 22 მაისამდე არ დაიწყება.