ყველაფერი ლოს ანჯელესის The J. Paul Getty-ის მუზეუმმა დაიწყო. მუზეუმის ადმინისტრაციამ ხელოვნების მოყვარულებს სთხოვა, რომ საყვარელი შედევრები გაეცოცხლებინათ.

გამოწვევამ მალე მთელი მსოფლიო მოიცვა. იდეა მოეწონა დაწყებითი საფეხურის ქართველ მასწავლებელს თათა ლაღიძესაც, რომელსაც ახლა დისტანციურად უწევს მოსწავლეებთან ურთიერთობა.
მან მესამეკლასელებს სთხოვა, რომ პოპულარული ნახატები გაეცოცხლებინათ და როგორც ფოტოებიდან
"ასე საოცრად შეასრულეს ჩემმა მესამეკლასელებმა ხელოვნების დავალება. მადლობა მათ, მთელი დღის, კვირის და მგონი სეზონის განწყობა შემიქმნეს. დისტანციურად აშკარად კარგად ვმუშაობთ. მადლობა მშობლებს ჩართულობისთვის და ხელშეწყობისთვის ამ დისტანციური სწავლების პროცესში. ჩვენ აუცილებლად გავალთ შედეგზე ასეთი ერთობით.
P.S. იდეა უკვე არსებობდა და მე ჩემს კლასთან განვახორციელე“, - წერს პედაგოგი "ფეისბუქის“ პირად გვერდზე და ფოტოებს გვიზიარებს.


























