თბილისის 147-ე სკოლის მე-12 კლასის დამრიგებელმა ზეინაბ ხარაიშვილმა-ბეჟაშვილმა კი თავის სადამრიგებლო კლასს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელშიც ყველა ის ისტორია და მოგონება გააერთიანა, 8 წლის განმავლობაში რომ აგროვებდა.
- როდის გაგიჩნდათ მოსწავლეებისთვის წიგნის მიძღვნის იდეა?
- წინა სადამრიგებლო კლასის გაცილების შემდეგ აღარ მინდოდა ახალი კლასის აყვანა, რადგან მათ
- როგორ დაიწერა წიგნი?
- მთელი 8 წლის განმავლობაში ვაგროვებდი მათ ჩანაწერებს, ცელქობებს, ხუმრობებს, სიდინჯეებს, სურათებს, ექსკურსიისა და ლაშქრობის, თეატრისა და კინოს ამბებს. ექსკურსიაზე წელიწადში ორჯერ გამყავდა ბავშვები. მოვახერხე ჩემი ბავშვებისთვის მეჩვენებინა თითქმის ნახევარი საქართველო და შემეყვარებინა მათთვის ახალციხე და ბორჯომი, ყვარელი და თელავი, ბაკურიანი და წაღვერი, გრემი და იყალთო, ბერთა და ანანური, ჩარგალი და

3-4 თვის წინ, სანამ ავადსახსენებელი ვირუსი გაჩნდებოდა, გავხსენი ჩემი მოგონებების სკივრი, ამოვალაგე ჩანაწერებით სავსე რვეულები, რომლებიც ვაგროვე ამ რვა წლის განმავლობაში, ავკრიფე ტექსტი, დავაკორექტირე და სპეციალისტს დავაკაბადონებინე. ახლა ველოდები, როდის განაახლებს ჩემ მიერ შერჩეული სტამბა მუშაობას.
- ვინ იცის წიგნის შესახებ და რამდენად ღირებული იქნება მოსწავლეებისთვის?
- 3-4-მა მშობელმა და ასევე 3-4-მა ბავშვმა. ესეც ახლა გაიგეს, რადგან დამჭირდა მათი მილოცვები ბოლო ზართან დაკავშირებით. დანარჩენები ამას თქვენგან გაიგებენ.
წიგნს ჰქვია "რვა წლის შემდეგ გამხელილი სიყვარული". აქ თავმოყრილია ჩემი მოსწავლეების რვაწლიანი ცხოვრება. ვფიქრობ, ეს წიგნი თითოეული მათგანისთვის ძალიან ღირებული იქნება, რადგან აქ, ამ წიგნში, ყველა გვერდზე მათი წრფელი ღიმილი, ბავშვური ოინები, უბოროტო სიცელქეები და ტკბილი დღეებია თავმოყრილი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და ყველა კურსდამთავრებულს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ! სხვათა შორის, 32-ბავშვიანი კლასიდან 9 მოსწავლე გადის ოქროს მედალზე. სკოლის დირექციამ გადაწყვეტა, რომ ამ წლის კურსდამთვრებულებისთვის ბოლო ზარი 15 სექტემბერს დარეკოს და მეც ამ დღეს ველოდები.
მარიამ ტურძილაძე