გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება


ხვა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი იწყე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს პირ­ვე­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა 08:00 სა­ათ­ზე ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მო­უ­წევთ.

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იმუ­შა­ვებს 24 სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი.

ხვალ 08:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის #175-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გახ­სნილ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, სო­ფიო გორ­გო­ძე ეწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბას და­აკ­ვირ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის გამო, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი იმოქ­მე­დებს.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­საც­დე­ლე­ბი და მეთ­ვალ­ყუ­რე­ე­ბი და­იშ­ვე­ბი­ან მხო­ლოდ ყო­ვე­ლი სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის ფარ­თო­ბის 50%-ზე. ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და
წინა მხრი­დან აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე
დამ­ცა­ვი ფა­რით/ბა­რი­ე­რით; მა­გი­დებს შო­რის და­შო­რე­ბა იქ­ნე­ბა მი­ნი­მუმ 2 მეტ­რი, ერ­თმა­ნე­თის მიმ­დევ­რო­ბით გან­ლა­გე­ბულ მა­გი­დებს შო­რის მან­ძი­ლი კი - 1 მეტ­რი.

"მა­გი­დებ­ზე არ­სე­ბუ­ლი დამ­ცა­ვი ფა­რე­ბის, თერ­მოსკრი­ნინ­გის, შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცი­ის დაც­ვი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­საც­დე­ლებს სა­გა­მოც­დო მა­გი­დას­თან ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ პირ­ბა­დის გა­რე­შე მი­ე­ცეთ გა­მოც­დის და­წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის (ECDC) რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით , ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნი­ა­ვე­ბის (ღია ფან­ჯა­რა) დროს ნე­ბა­დარ­თუ­ლია კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩარ­თვა. ჩარ­თუ­ლი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის პი­რო­ბებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩარ­თვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი წე­სე­ბის დაც­ვით.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რის მოხ­მა­რე­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს:

  1. ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია;
  2. ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის წესი;
  3. რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ეტი­კე­ტი;
  4. ნიღ­ბე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ ტა­რე­ბის წესი;
  5. კონ­დი­ცი­ო­ნე­რი­დან ჰა­ე­რის ნა­კა­დი არ უნდა იყოს პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე;
  6. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მუდ­მი­ვად ღია ფან­ჯა­რა, რაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გა­რე­შეც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რად­გან ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის რის­კი მა­ღა­ლია; და­უშ­ვე­ბე­ლია ერთი და იმა­ვე ჰა­ე­რის რე-ცირ­კუ­ლა­ცია.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ძა­ლა­ში რჩე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ის წესი, რომ­ლე­ბიც აპ­ლი­კან­ტებ­მა უნდა და­იც­ვან სა­გა­მოც­დო სივ­რცე­ებ­ში.

შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბით:

სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში უნდა ეკე­თოთ (გარ­და 37.0 C-ზე მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი რო­მე­ლი­მე სხვა სიმპტო­მის მქო­ნე გა­მო­საც­დე­ლი­სა) ნი­ღა­ბი: სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე; სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის და­ტო­ვე­ბის დროს; სხვა პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს; კონ­დი­ცი­ო­ნე­რის მუ­შა­ო­ბი­სას.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მო­საც­დელს აღე­ნიშ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.0 С -ზე მეტი ან რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სხვა რო­მე­ლი­მე სიმპტო­მი, იგი ვალ­დე­ბუ­ლია, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში მუდ­მი­ვად ატა­როს ნი­ღა­ბი.

2020 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის 6 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 25 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა.

იხი­ლეთ გა­მოც­დე­ბის გან­რი­გი, რო­მელ­საც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს:

  • 6-11 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა;
  • 6 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ოსუ­რი ენა;
  • 12 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ის­ტო­რია;
  • 13 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ის­ტო­რია;
  • 14 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – მა­თე­მა­ტი­კა;
  • 15 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – მა­თე­მა­ტი­კა;
  • 16 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ბი­ო­ლო­გია;
  • 17 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – რუ­სუ­ლი ენა;
  • 17 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ინ­გლი­სუ­რი ენა;
  • 17 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) – ფრან­გუ­ლი ენა;
  • 18 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – რუ­სუ­ლი ენა;
  • 18 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ინ­გლი­სუ­რი ენა;
  • 19 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – გერ­მა­ნუ­ლი ენა;
  • 19 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ინ­გლი­სუ­რი ენა;
  • 20 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ზო­გა­დი უნა­რე­ბი;
  • 21 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ზო­გა­დი უნა­რე­ბი;
  • 21 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ლი­ტე­რა­ტუ­რა;
  • 22 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ფი­ზი­კა;
  • 22 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა;
  • 23 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – გე­ოგ­რა­ფია;
  • 24 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ქი­მია;
  • 25 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა

157
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები