კომპანია "წიგნების თარო" ქართული ბრენდია, რომელიც საბავშვო და ახალგაზრდულ, შემეცნებით-გასართობ პროექტებს ახორციელებს.
"წიგნების თარო", კომპანია, რომელიც მომავალს ქმნის, 2020 წელს ჩამოყალიბდა, ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუ კი, რომელიც კომპანიის საავტორო პროექტიასულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებს შორის ლიტერატურული აზრის ფორმირებაში.დღეს ბევრიმასწავლებელი და მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვების უმრავლესობას კითხვა არ უყვარს. ეთანხმება თუ არა ამ მოსაზრებას "წიგნების თაროს" კრეატიული დირექტორი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე და რას ფიქრობს ის ახალგაზრდების წიგნიერებაზე:
-არ მგონია, რომ თანამედროვე ბავშვებს რომელიმე წინა თაობაზე ნაკლებად უყვარდეთ კითხვა. თუმცა, როცა ბავშვებს კითხვა არ უყვართ, ეს არასწორი მაგალითების და იმის ბრალია, რომ ბავშვობაში კითხვა მათთვის მოსაწყენ, ან მტანჯველ პროცესთან ასოცირდა და არა სასიამოვნო საქმესთან. ამ განწყობის შესაცვლელად ბევრი ხერხი არსებობს.
-რას აძლევს ახალგაზრდებს გადაცემა "წიგნების თარო" და რას მისცემს "წიგნების თაროს სკოლის" პროექტი?
-"წიგნების თარო" ქმნის ახალგაზრდების როლურ მოდელს, რომლებსაც უყვართ კითხვა, აზროვნება, არიან მეგობრულები, პატივს სცემენ პატიოსანი თამაშის პრინციპებს და ა.შ. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ პროექტი ქმნის მოტივაციას, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე ეკრანებთან მყოფი ბავშვებისა თუ ახალგაზრდებისთვის. ესაა უდიდესი მოტივაცია, რომ განათლება და განვითარებისკენ სწრაფვა უკვალოდ არ დაიკარგება. "წიგნების თარო" იმაზეც ზრუნავს, რომ ასეთი ბავშვები საზოგადოებრივ ასპარეზზე უკეთ წარმოაჩინოს. რაც შეეხება "წიგნების თაროს სკოლას", ეს უნიკალური შესაძლებლობაა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, ისწავლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამით და მათზე მორგებული ინტერაქციული მეთოდებით შეიმეცნონ რაც შეიძლება მეტი. თანაც ეს ყველაფერი მიიღონ მათი საყვარელი "თაროელებისგან".
-დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის თქვენ რომელი წიგნებით ურჩევდით დაწყებას?
-სხვათა შორის, "წიგნების თაროს სკოლაში", თითოეულ დარეგისტრირებულ მოსწავლეს საჩუქრად გადაეცემა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელსაც მე გავუძღვები და რომელიც, სწორედ ასეთი რჩევებით იქნება დახუნძლული. ზოგადად, ვურჩევდი მშობლებს კარგად შეისწავლონ შვილების ინტერესები, მიხვდნენ, რა მოსწონთ მათ, რა იტაცებთ და შემდეგ შესაბამისი ლიტერატურა შეურჩიონ. ასტრიდ ლინდგრენი, ალან მილნი, როალდ დალი და სხვა გამოჩენილი საბავშვო მწერლები, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტებია.
-როგორი მამა ხართ და მომავალში რა პრიორიტეტები გექნებათ, როგორ ასწავლით თქვენს ქალიშვილს წიგნების სიყვარულს?
-ვცდილობ ვიყო მზრუნველი მამა და თავს არ ვზოგავ ამ მცდელობაში. ჩემი პრიორიტეტი შვილის ბედნიერება იქნება. არა იმის მიხედვით, თუ მე რა მსურს, რა პროფესიას მინდა დაეუფლოს, როგორ ჩაიცვას და რა აკეთოს, არამედ იმის მიხედვით, თუ თავად რა სივრცეში იგრძნობს თავს ბედნიერად, რა იქნება მისთვის სიხარულის მომტანი. წიგნების შესაყვარებლად კი, ვეცდები, პირველ რიგში კითხვისადმი ინტერესი გავუჩინო და საკუთარი მაგალითი მივცე. ხან ვურჩიო, ხან კი მისი რჩევებიც მოვისმინო. ასე მგონია, მსგავსი ურთიერთშეთანხმება და მეგობრობა სასურველ შედეგამდე მიმიყვანს.
"ახალგაზრდები ბავშვები მომავლისთვის"
20 ივლისიდან "წიგნების თაროს სკოლის" საზაფხულო ონლაინ კურსი იწყება და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს 6 კვირის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, არდადეგები შემეცნებითად და საინტერესოდ გაატარონ. აღსანიშნავია, რომ პროქტში ჩართვა მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეეძლებათ. "წიგნების თაროს სკოლის" მასწავლებელი, დეა კუსიანი, უფრო დეტალურად გვიყვება სკოლის მნიშვნელობაზე:
-"წიგნების თაროს სკოლა", ჩემი აზრით, ზუსტად იმას სთავაზობს ბავშვებს, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ: ერთმანეთისგან განსხვავებული სახალისო გაკვეთილები, გაჯერებული თამაშებით, ვიდეოებითა და სხვა ინტერაქციული მასალით. ასევე მოხსნილია ასაკობრივი ბარიერი მოსწავლეებსა და ბავშვებს შორის, რაც აადვილებს ჩვენს ურთიერთობას; მათ არ რცხვენიათ აზრის გამოხატვის, კითხვის დასმის და არიან მაქსიმალურად თავისუფლები ჩვენთან.
-თქვენ რომელ საგანს უძღვებით და, კონკრეტულად თქვენი საგნით, ბავშვები რას აღმოაჩენენ ახალსა და საინტერესოს?
-ჩვენს სკოლაში მე ვუძღვები საგანს, რომელსაც "ადამიანი და ჯანმრთელობა" ეწოდება. ალბათ გეუცხოვათ სახელი და ეს უკვე თავისთავად ახალია ბავშვებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საგანი სკოლებში არ ისწავლება, ბავშვები ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაეცნობიან, მაგალითად, როგორ აღმოვუჩინოთ ადამიანს პირველადი დახმარება სხვადასხვა შემთხვევაში, როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა... მოკლედ, ყველაფერს იმას, რაც შეიძლება ამ ასაკში და მომავალში გამოადგეთ. დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით ეს საგანი განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს.
-ექნებათ თუ არა საშინაო დავალებები, თქვენი შეფასებით, რამდენად სავალდებულოა საშინაო დავალებები და რა უნდა იყოს მათი მთავარი მიზანი?
-მოსწავლეებს საშინაო დავალებები ექნებათ, თუმცა არა ისეთი სახით, როგორც ამას სკოლაში არიან მიჩვეული. ეს არ იქნება დიდხანს საწერი ან საკითხავი დავალება. ეს იქნება სახალისო ვიდეოები, კროსვორდები, დასახატი დავალებები და ასე შემდეგ. ბავშვები ისე სახალისოდ გაიმეორებენ ნასწავლ მასალას, რომ ვერც გააცნობიერებენ ამას.
-რას უნდა ენიჭებოდეს უპირატესობა საგაკვეთილო პროცესში და რამდენად დიდია მასწავლებლის როლი?
-ვფიქრობ, საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალური უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს ინტერაქციას მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის, რათა ბავშვმა თავი უბრალო დამსწრედ არ იგრძნოს. მასწავლებლის მთავარი ამოცანაც სწორად ესაა: გაუზიაროს მოსწავლეებს თავისი ცოდნა, ყველა ჩართოს პროცესში და, რა თქმა უნდა, მიიღოს მათგან ბევრი დადებითი ემოცია და გამოცდილება.
-როგორ გაქვთ აქტივობები დაგეგმილი?
-თითოეული გაკვეთილი წინასწარ იგეგმება და კარგადაა გაწერილი, როგორ უნდა წარვმართოთ საგაკვეთილო პროცესი. ძირითად შემთხვევებში, გაკვეთილებს ქვიზით ვიწყებთ.ამით ბავშვები იმეორებენ წინა გაკვეთილის მასალას და ასევე ძალიან ერთობიან. შემდეგ ვუხსნით ახალ მასალას. გაკვეთილის მთელს პროცესში კი ვუსვამთ კითხვებს ბავშვებს, რათა მაქსიმალურად დიდი იყოს ინტერაქცია.
-რატომაა "წიგნების თაროს სკოლა" მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი და რა მიმართულებით მიიღებენ ახალ ცოდნასა და უნარებს?
-"წიგნების თაროს სკოლა" არის გამორჩეული, განსხვავებული და ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ბავშვებს მიაწვდის არაფორმალურ, კლასგარეშე განათლებას. ასე ბავშვები შეეხებიან ისეთ საკითხებს, რომლებიც ამოღებულია სასკოლო მასალიდან, თუმცა მათთვის ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ჩვენთან მიღებული უნარები და ინფორმაცია დიდხანს გაჰყვება თითოეულ მოსწავლეს და გამოადგებათ ცხოვრების მრავალ ასპექტში.
-რა მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას ბავშვებისთვის?
-ბოლო წლებში არაფორმალური განათლება უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე მანამდე იყო, რადგან ბავშვებს აინტერესებთ ჩვეულებრივი სკოლისგან განსხვავებული ფორმატის განათლება. მათთვის ხომ ყველაფერი ახალი საინტერესოა. ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვები მეტ სახალისო და საინტერესო ინფორმაციას იღებენ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მოჰყვა ამხელა გამოხმაურება ჩვენს სკოლას და ყველას გირჩევთ, რომ არ გაუშვათ შანსი ხელიდან.
Video დეა კუსიანი - 'წგნების თაროს' სკოლა
დეა და სხვა ახალგაზრდა ჭკვიანი მასწავლებლები ბავშვებს ისეთ 8 საგანში ამეცადინებენ, როგორებიც არის: ქართული და ინგლისური ენები, განმავითარებელი მათემატიკა, ადამიანი და სამყარო, ადამიანი და ჯანმრთელობა, საქართველოს ისტორია, ხატვა დამუსიკა.
შეგახსენებთ, რომ სკოლაში რეგისტრაციაშესაძლებელია მისამართზე: school.wignebistaro.ge, მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს ბავშვი როგორც ერთ, ისე რვავე საგანზე უპრეცენდენტოდ ხელმისაწვდომ ფასად.
"წიგნების თაროს სკოლის" პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, გამომცემლობა "პალიტრა L" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
R