ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი იწყება - მშობლები

ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი იწყება

2020-07-12 09:31:45+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის, მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის ბრძა­ნე­ბით, 2020-2021 სას­წავ­ლო წლის­თვის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის IV ეტა­პის ვა­დე­ბი შე­იც­ვა­ლა. შე­დე­გად, ნაც­ვლად 20 აგ­ვის­ტო­სი, პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის IV ეტა­პი 13 ივ­ლი­სი­დან და­ი­წყე­ბა და 31 აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ი­სა და ეპი­დე­მი­უ­რად არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ველ კლას­ში მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად ელექტრო­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის და აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნის ვა­დე­ბი გა­ხან­გრძლივ­და. კერ­ძოდ, პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე ეტა­პე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სკო­ლებ­ში დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის პე­რი­ო­დი 5 ივ­ლი­სამ­დე გაგ­რძელ­და. მე­ო­თხე ეტა­პის რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნის ვა­დად კი 20 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ო­დი დად­გინ­და.

„თუმ­ცა, სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მო­სუ­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ქა­ლა­ქე­თა გან­ცხა­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მელ­თა შვი­ლე­ბი ელექტრო­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცი­ით ვერ მოხ­ვდნენ სა­სურ­ველ ან ვერ­ცერთ ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლა­ში და გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­მი­ნის­ტრომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩათ­ვა­ლა დაჩ­ქარ­დეს რე­გის­ტრა­ცი­ის მე-4 ეტა­პის და­წყე­ბა რათა დარ­ჩე­ნილ ად­გი­ლებ­ზე სკო­ლებს დრო­უ­ლად მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი ჩა­რი­ცხონ. სწო­რედ ამი­ტომ, რე­გის­ტრა­ცი­ის IV ეტა­პი 13 ივ­ლი­სი­დან და­ი­წყე­ბა და 31 აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ IV ეტაპ­ზე გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ/ვა­კან­ტურ ან დარ­ჩე­ნილ თა­ვი­სუ­ფალ ად­გი­ლებ­ზე მოხ­დე­ბა იმ მოს­წავ­ლე­თა რე­გის­ტრა­ცია, რომ­ლე­ბიც I, II და III ეტა­პებ­ზე ვერ და­რე­გის­ტრირ­დნენ ან სურთ რე­გის­ტრა­ცი­ის შეც­ვლა. მოს­წავ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას ამ ეტაპ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რო სკო­ლა მშობ­ლის ან კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ წარ­დგე­ნი­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე.

ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით:

სკო­ლებ­ში მოქ­მე­დებს საქ­მის­წარ­მო­ე­ბის ახა­ლი წესი, რომ­ლის თა­ნახ­მად, მშობ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ელექტრო­ნუ­ლად გა­და­აგ­ზავ­ნონ გან­ცხა­დე­ბე­ბი თან­დარ­თულ დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად, ან სკო­ლის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სით უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ჩა­ა­ბა­რონ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას; სკო­ლა ორი დღის ვა­და­ში და­უ­დას­ტუ­რებს მშო­ბელს ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე გან­ცხა­დე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბას.

ყვე­ლა მო­თხოვ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტის ელექტრო­ნუ­ლად წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლა არ მო­ი­თხოვს დო­კუ­მენ­ტებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ვა­დებ­ში და­ა­დას­ტუ­რებს მოს­წავ­ლის ჩა­რი­ცხვას.

ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ",სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად წარ­სად­გე­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ნუს­ხის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის 2007 წლის 16 აგ­ვის­ტოს N675 ბრძა­ნე­ბით და მოს­წავ­ლის პირ­ველ კლას­ში ჩა­სა­რი­ცხად არ მო­ი­თხო­ვონ და­მა­ტე­ბით სხვა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რაც არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოს­წავ­ლის პირ­ველ კლას­ში ჩა­სა­რი­ცხად წარ­სად­გე­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ნუს­ხა:

მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც უნდა შე­ი­ცავ­დეს კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­სა და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას და უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 78-ე მუხ­ლით დად­გე­ნილ სხვა მო­თხოვ­ნებს, კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ასლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში). დო­კუ­მენ­ტე­ბის უცხო­ურ ენა­ზე წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მათ უნდა და­ერ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გმა­ნი ქარ­თულ ენა­ზე).

მოს­წავ­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ან პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში). დო­კუ­მენ­ტე­ბის უცხო­ურ ენა­ზე წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მათ უნდა და­ერ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გმა­ნი ქარ­თულ ენა­ზე)“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.