"სასწავლო პროცესი სექტემბრიდან, სავარაუდოდ, შერეული მოდელით განახლდება" - მინისტრის მოადგილე
"სასწავლო პროცესი სექტემბრიდან, სავარაუდოდ, შერეული მოდელით განახლდება" - მინისტრის მოადგილე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე ონლაინ სწავლებას მოიცავს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება რეკომენდაციები, რომელიც სკოლებმა უნდა დაიცვან.

"დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული
მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება,“ - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე: ხომ არ მოიაზრება ონლაინ სწავლება მაღალი, ხოლო სასკოლო სწავლება დაბალი კლასებისთვის, გაბუნია ამბობს, რომ იქ, სადაც შესაძლებელია ონლაინ საკლასო სწავლება, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.

„ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინ კლასები, არის გარკვეული უნარ- ჩვევა, რომლის განვითარებაც ონლაინ სწავლებით შესაძლებელი არ არის და ამას სჭირდება საკლასო პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია ონლაინ მეთოდის გამოყენება, უნდა იქნეს ეს გამოყენებული, ეს არის ზოგადი რეკომენდაცია,“ - განაცხადა გაბუნიამ
1957
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
zzz
0
ოღონდ ონლაინ არა
17:14 / 31-07-2020
მსგავსი სიახლეები