"ჩემი მასწავლებელი რომ არა, შეიძლება ასე არც მყვარებოდა" - აბიტურიენტი, რომელმაც მათემატიკაში მაქსიმალური ქულა აიღო
"ჩემი მასწავლებელი რომ არა, შეიძლება ასე არც მყვარებოდა" - აბიტურიენტი, რომელმაც მათემატიკაში მაქსიმალური ქულა აიღო
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები მათემატიკაში დღეს გახდა ცნობილი, აბიტურიენტებს აღნიშნული საგანი  მაქსიმალური 59 ქულის მოპოვების შანსს აძლევდათ, გადასალახი მინიმალური ზღვარი კი 12 ქულა იყო.
როგორც აბიტურიენტები ამბობენ, საკმაოდ რთული იყო მათემატიკის გამოცდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ უმაღლესი - 59 ქულა აიღო ერთმა კომაროველმა გოგონამ და ასევე ჩვენმა რესპონდენტმა - ზუკა შაყულაშვილმა.
- კერძო სკოლა "ბრიტანიკაში" ვსწავლობდი. ცალკე რეპეტიტორთან არ მივლია, ჩემი სკოლის მასწავლებელი მამზადებდა მთელი წელი. სხვებს თუ დავუჯერებთ, კარგი მოსწავლე ვიყავი. გარდა ამისა, დაწყებითი კლასებიდან შემიყვარდა მათემატიკა. რამდენიმე
წელი კომაროვის "შაბათის სკოლაში" და "საღამოს სკოლაშიც" დავდიოდი.

- ელოდი, რომ უმაღლეს ქულას აიღებდი?
- მეგონა, 1 ქულა მაინც დამაკლდებოდა. ჩემი აზრით, წინა წელთან შედარებით ბევრად რთული არ იყო, ცოტა - შეიძლება. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ ნელ-ნელა, პროცესში, როდესაც ვხვდებოდი, რომ კარგად ვაკეთებდი, ნერვიულობამ გადამიარა.
- შენი გადმოსახედიდან, მათემატიკის შესაყვარებლად ნიჭია აუცილებელი თუ ეს საგნის  პედაგოგზეც არის დამოკიდებული?
- პედაგოგზეც არის აუცილებლად დამოკიდებული. ჩემი მასწავლებელი რომ არა, შეიძლება ასე არც მყვარებოდა. თემურ ტაბატაძეს დიდი წვლილი მიუძღვის.
- სხვა საგნებში როგორი მოლოდინი გაქვს?
- ქართულშიც მაღალ ქულას ველოდები, ინგლისურში დაახლოებით 73-74 ქულას ველოდები.

- რა პროფესიას ირჩევ და რომელ უნივერსიტეტში გსურს სწავლის გაგრძელება?
- ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე მინდა
ვისწავლო  "თავისუფალ უნივერსიტეტში".
რუსკა კილასონია
13876
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
სპინოზა
0
თუ ასე მაგარი ხარ მათემატიკაში აითვისე პროგრამირება. გუგლი მათემატიკის გენიოსებს გამწარებული ეძებს და თავისთან მიყავს.
15:55 / 01-09-2020
1
0
1000 ლარზე მხოლოდ იარსებებ ეგაა რა. რა გაიკვირვეთ 21 საუკუნეში არსებობა?
19:19 / 24-08-2020
მსგავსი სიახლეები