რატი ხორბალაძემ გორის მე-2 საჯარო სკოლა დაამთავრა. სამედიცინოზე აბარებს.

"გამოცდიდან გამოსვლისას ქულები დავითვალე, ვვარაუდობდი, რომ მაქსიმალურ ქულას ავიღებდი. მაგრამ, ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, რამე შემშლოდა. ეს შედეგი შრომამ და ჩემმა ძალიან მაგარმა მასწავლებელმა განაპირობა. ძალიან შემაყვარა ბიოლოგია. ყველა დეტალს ვაკვირდებოდი, როცა ვსწავლობდი."- ამბობს რატი.
მარიამ წურწუმიამ თბილისის 115-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ისიც, რატის მსგავსად, სამედიცინოზე აბარებს.

"როდესაც ტესტები დადეს, გადავამოწმე და იქიდან გამოთვლილი
ბიოლოგიაში მაქსიმალური ქულა აიღო ბექა მაზმიშვილმაც. ის გორის რაიონის სოფელი ტირძნისის საჯარო სკოლაში სწავლობდა. სამედიცინოზე აბარებს და შედეგითაც კმაყოფილია.

"გამოცდიდან რომ გამოვედი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მაქსიმალურს ავიღებდი, თუმცა იყო ერთი საკამათო საკითხი და ვფიქრობდი, შესაძლოა ის მქონოდა შეცდომით. შედეგი ჩემი შრომისა და სკოლის პედაგოგის ძალიან დიდი დამსახურებაა", - ამბობს ის.
ლევან არაბულმაც უმაღლესი ქულა აიღო. თბილისის 107-ე საჯარო სკოლა დაასრულა. ისიც სამედიცინოზე აპირებს ჩაბარებას.

"რანდენიმე საკითხზე ვეჭვობდი, თუმცა აღნოჩნდა, რომ სწორად მეწერა. ჩემმა შრომისუნარიანობამ და მასწავლებლის მონდომებამ განაპირობა ეს
თამარ იაკობაშვილი