ერთ-ერთი მათგანი ტატო ბაღათურიაა. სკოლა "ბრიტანიკა" დაამთავრა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გეგმავს სწავლის გაგრძელებას, კომპიუტერულ მეცნიერებებზე. ამბობს, რომ უმაღლეს შედეგს ელოდა, რადგან დიდი ხანია სწავლობს ინგლისურს.
"სკოლაში პირველი კლასიდან ვსწავლობ ინგლისურს, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. მადლობა უნდა ვუთხრა სკოლის დირექტორსა და ასევე ჩემი ინგლისურის მასწავლებელს, თამარ მაისურაძეს. ერთობლივი შრომით მივაღწიეთ შედეგს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა
კიდევ ერთი აბიტურიენტი, ვინც ინგლისურში უმაღლესი ქულა აიღო, მარიამ მახაჭაშვილია. მარიამმა ბიოლოგიაშიც მაქსიმალური შედეგი აჩვენა და 70 ქულიდან 70 აიღო. სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე აბარებს. თბილისის მე-6 საჯარო სკოლა დაამთავრა და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
"შედეგი მასწავლებლისა და ჩემი შრომის დამსახურებაა. გარდა საპროგრამო მასალისა, ვკითხულობდი ინგლისურენოვან ლიტერატურას, ვუყურებდი ფილმებს და ვფიქრობ, ძალიან დამეხმარა", - აღნიშნავს მარიამი.
ვიქტორ დათაშვილმაც უმაღლესი ქულა აიღო ინგლისურში. 182-ე საჯარი სკოლა დაამთავრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებს, საერთაშორისო ეკონომიკაზე. გვიყვება, რომ განწყობასა და მონდომებას ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია აბიტურიენტზე.
"უმაღლეს შედეგს ველოდი,
თამარ იაკობაშვილი