დაურიგდებათ თუ არა წელს საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები
დაურიგდებათ თუ არა წელს საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანდემიის ფონზე საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სახელმძღვანელოები შესაძლოა არ დარიგებოდათ. ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადავამოწმეთ:

"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმძღვანელოები ყველა საფეხურის ბავშვს გადაეცემა. ყოველ წელს ახლდება წიგნები და სამინისტრო საჯარო სკოლების მოსწავლეებს გადასცემს. არც წელს იქნება გამონაკლისი", - გვითხრეს სამინისტროში.

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერს განახლდება.

თამარ იაკობაშვილი


altმოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანცია და ცვლების მიხედვით სიარული სკოლაში - ახალი რეგულაციები განათლების სამინისტროსგან


20897
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები