სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანდემიის ფონზე საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სახელმძღვანელოები შესაძლოა არ დარიგებოდათ. ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადავამოწმეთ:
"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმძღვანელოები ყველა საფეხურის ბავშვს გადაეცემა. ყოველ წელს ახლდება წიგნები და სამინისტრო საჯარო სკოლების მოსწავლეებს გადასცემს. არც წელს იქნება გამონაკლისი", - გვითხრეს სამინისტროში.
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერს განახლდება.
თამარ იაკობაშვილი