სწავლის გადადებასთან დაკავშირებულ განცხადებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა მშობლებს შორის. გთავაზობთ რამდენიმე მშობლის კომენტარს ამ ახალ ამბავზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:
რა თქმა უნდა, საფრთხე არის გადადების და გვესმის, რომ მაგიტომ ხდება. მაგრამ ეს მომატებული საფრთხე ხომ ისევ მთავრობის სისუსტის ბრალია? მთელი ზაფხული მიუშვეს ხალხი, არც კონტროლდებოდა ნორმალურად არაფერი, რეგიონებში პირბადეს ფაქტობრივად არავინ აღიარებდა, თბილისშიც ტრანსპორტში მგზავრების ნახევარს არ ეკეთა და ახლაც არ უკეთია. უნდა დაეჯარიმებინათ ასეთი ხალხი, კონტროლი გაემკაცრებინათ და ასე არ მოედებოდა. ახლა მათი უნიათობის გამო ისევ ჩვენ ვზარალობთ და რა გამოვიდა? წერტილოვანი დარტყმები იქნებაო და ა, ბატონო, დაგვარტყეს წერტილოვნად. გამოშტერდნენ ბავშვები სახლში ჯდომით. ვისაც პედაგოგების აყვანის საშუალება არ გვაქვს, რა ვქნათ? 1-ში დაიწყება საერთოდ? გვითხარით, რატომ გვაპარებთ. აჩლუნგებთ ამ ბავშვებს, ნუთუ არ ფიქრობთ მათ მომავალზე???? სწორედ რომ ეგ უნდათ, გაუნათლებელი და ცხვარი თაობა. საითაც თავს წაუხრი, იქით რო მიდიოდნენ... დააზომბეს უკვე ყველა. ყველამ ისწავლა ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ჩვენ ისევ უნდა ჩავიკეტოთ... ვირუსი საუკუნეების წინაც და ახლაც არსებობდა და ბავშვებისთვის ცოცხალი სწავლა არ აუკრძალიათ, სახლში ინტერნეტმიჯაჭვული ახალგაზრდობა კი დიდი ალბათობით ან კიბოს აიკიდებს ამდენი დასხივებით ან თვალების დაავადებას. სკოლა უნდა დაიწყოს და მშობლებმა და ბავშვებმა უნდა დაიცვან რეკომენდაციები! ესაა სიმართლე. მინდა, ჩემი შვილი სკოლაში წავიდეს, რამდენი ხანია ელოდება პირველკლასელობას, იფიქრეთ ბავშვების ფსიქიკაზეც! ახლა რომ უნდა წავიდეს პირველად სკოლაში ბავშვი იმან რა უნდა ქნას? როგორ უნდა ისწავლოს? ან შარშან რომ პირველ კლასში იყო იმ ბავშვებმა ისწავლეს რამე? ამას რატომ არ ითვალისწინებს ეს განათლების სამინისტრო... რა ვასწავლოთ პირველკლასელებს დისტანციურად, იქნება ვინმემ გვითხრას... გამოშტერებული თაობა გინდათ, ადვილად სამართავი და აჰა, შემოჩეჩებული მიზეზი ხელს გიწყობთ. ვისაც ინტერნეტი არ აქვს, რა უნდა ქნას? მოსახლეობის ნახევარზე მეტს ისევ არ ჯერა, რომ კორონავირუსი ტრიალებს, და როგორ აპირებთ ამ ხალხის ისევ სახლში გაჩერებას? ვითომ ჯანმრთელობას ვუნარჩუნებთ და ფსიქიკას ვუნგრევთ ბავშვებს? ეს სწორია? მივასვათ ისევ კომპიუტერებს და გაჯეტებს, არ იურთიერთონ თანატოლებთან, არ ჰქონდეთ ჯანსაღი კონტაქტები და ისევ გამოვკეტოთ სახლებში. რას მივიღებთ? დღეს დაახლოებით 7 თუ 8 აღრიალებული ბავშვი ვნახე სამეზობლოში: სკოლაში მინდაო.