რომელი კლასები იწყებენ სწავლას 1-ელ ოქტომბერს და რომლები რჩებიან ონლაინრეჟიმზე - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება - მშობლები

რომელი კლასები იწყებენ სწავლას 1-ელ ოქტომბერს და რომლები რჩებიან ონლაინრეჟიმზე - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

2020-09-24 09:42:47+04:00

1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები I-VI კლასის ჩათვლით, სკოლებში დაბრუნდებიან და საკლასო ოთახებში გააგრძელებს სწავლებას. დანარჩენი კლასები VII-XII კლასების ჩათვლით ონლაინსწავლებაზე დარჩებიან. გორსა და ფოთში საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან ყველა კლასის მოსწავლეები. ბათუმში კი სწავლება მხოლოდ ონლაინრეჟიმით გაგრძელდება.
როგორც მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ონლაინრეჟიმზე დარჩება უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესიც.