როდის გაიხსნება ბაღები და სკოლები - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
როდის გაიხსნება ბაღები და სკოლები - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, როგორც კი გახსნის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში.

„რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიღება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. თუმცა, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი
ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.
7874
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ელი
4
გახსენით სკოლები
09:35 / 14-01-2021
ani
4
ჯერ აცალეტ კალბატონ მინისტრს--როცა მიიღებს ბრძანებებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, მერე შეგატყობინეტ გახსნის ტუ არა სკოლებს, აპა არა? :-) ასეტი მონურ სიცოცხლე ს ბრძოლიტ სიკვდილი არ სჯობდა???
07:29 / 14-01-2021
მსგავსი სიახლეები