"განვიხილავთ სკოლების 1-ელ მარტამდე გახსნასაც" - რას ამბობს მიხეილ ჩხენკელი თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სწავლის განახლებაზე
"განვიხილავთ სკოლების 1-ელ მარტამდე გახსნასაც" - რას ამბობს მიხეილ ჩხენკელი თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სწავლის განახლებაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლების სისტემა სკოლებში სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად სრულ მზადყოფნაშია.

როგორც ჩხენკელი განმარტავს, სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული. ამასთან, მინისტრის თქმით, მასწავლებლები ტესტირებას რეგულარულად გაივლიან.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პირველ თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისისა, სკოლები მუშაობას უკვე საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. ეს ძალიან მნიშნელოვანია, რადგან სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო რასაკვირველია, საკლასო ოთახია. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს სკოლებთან დაკავშირებით, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველ მარტს მოხდება სასწავლო
პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება, თუმცა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ ძალიან მკაფიო კრიტერიუმი გვაქვს, კერძოდ, თუ პირველ მარტამდეც, 7 დღის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის კიდევ უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან მომდინარეობს და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან. პირველ რიგში, ჩვენი ბავშვების, შვილების ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ. თუკი, 7-დღიანი მაჩვენებელი 4%-ზე ჩამოვა, საშუალება გვექნება სასწავლო პროცესი თბილისში, რუსთავში და ქუთაისში უკვე საკლასო ოთახებში გაავგრძელოთ.

ჩვენი სისტემა - განათლების სიტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, თვითონ სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ
ტესტირებას, ასე რომ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ინტერპრესნიუსი
831
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ლუკა
0
უფ, არ დაიჯეროთ!!! არც ერთ სამსახურში არაა დაცული სამედიცინო პროტოკოლი და სკოლა დაიცავს? შანსი არაა!!! ჩემს სამსახურში (სახელმწიფო სტრუქტურაა) დღესაც კი დამლაგებელი ტუალეტს მხოლოდ წლით რეცხავს და რომელ სამედიცინო პროტოკოლზე საუბრობთ. არც პირბადეს აკონტროლებენ, არც სველი წერტილებია დამუშავებული სპეცწესით, არც ნიავდება შენობა (რას გაანიავებ ამ ყინვაში, ფილტვების ანთებას აიკიდებ ეგრევე), და არავინ არ იცავს ამ წესებს, ერთეულების გარდა. ამის იმედად რომ იყავით იმიტომ მიიღეთ 10000 კაცი ნოემბერში. 70 კაცი შეჭეჭყილი ავტობუსში, სადაც ხან ლუკი ღიაა, ხან არა. ზოგს პირბადე საერთოდ უკუღმა უკეთია და ამათ იმედად ხსნით?
21:35 / 29-01-2021
ანა
0
კი ბატონო, თუ გაიხსნება სკოლა და იმუშავებს ტრანსპორტი, დაიწყება მაშინ მესამე ტალღა და იმედია ამას მთვარობა აცნობიერებს.
21:27 / 29-01-2021
მსგავსი სიახლეები