ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ქალიშვილთან ერთად "მთავარის" დილის ეთერში საუბრობს, როგორ შეიცვალა სკოლა პანდემიის გამო და რა რეგულაციებს იცავენ ამერიკაში.
მათი თქმით, ამერიკის სკოლებში მკაცრად არის დაცული რეგულაციები და უსაფრთხოების ნორმები, მაგალითად, სკოლას ათვისებული აქვს ყველა კაბინეტი, ბიბლიოთეკის ჩათვლით, რომ ბავშვები განაწილდნენ და ერთ სივრცეში ცოტა მოსწავლე იყოს. ნიღბის მოხსნა შეიძლება მხოლოდ სადილისას, დანარჩენი დრო - 8-დან 3 საათამდე ბავშვებს უწყვეტად უკეთიათ ნიღბები.
რეგულაციების გამო 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა აუცილებელია, ამიტომ შესვენებებზე მოსწავლეებს უფლება არ აქვთ, მოშორდნენ მერხს და ფიზიკურ სავარჯიშოებს, იოგას აკეთებენ თავიანთი მაგიდებისგან მოუშორებლად. დაყვირების და ხმამაღლა საუბრის უფლება არ აქვთ, რადგან კოვიდი ამით უფრო გადადის.