ყოველწლიურად, წელიწადის ამ დროს, იმ ოჯახებში, სადაც 17-18 წლის მოზარდები ცხოვრობენ, დაძაბულობა იმატებს: მათთვის გაზაფხულის დადგომა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მომავალი პროფესიის არჩევის დრო სწორედ ახლა დადგა.
მეცადინეობით დატვირთულ დღეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ემატება: სრულიად ახალი გზის არჩევა, რომელმაც შემდეგ ჩვენი ცხოვრების გზა უნდა განსაზღვროს.
თუკი აბიტურიენტის მშობელი ხარ, თქვენთვის რამდენიმე სასარგებლო რჩევა გვაქვს, თუ როგორ უნდა შეუწყოთ ხელი შვილებს ამ რთული და გრძელი პროცესის წარმატებით გავლაში.
ნურასდროს შეადარებ
ყველაზე მეტად, რამაც კი შეიძლება აბიტურიენტს ასეთ დაძაბულ დროს მოტივაცია საბოლოოდ გაუქროს, ვინმეზე შედარებაა. თქვენი აზრით, ნათესავის შვილი უფრო ბევრს მეცადინეობს? ან უფრო ტიტულოვან რეპეტიტორებთან ემზადება? შესაძლოა ეს სიმართლესთან ახლოსაა, თუმცა, ნუ შეადარებთ თქვენს შვილს მათ.
შეუქმენით სწორი მოლოდინები
შესაძლოა, მშობლები არასოდეს განიხილავენ ვარიანტს: "თუკი ვერ ჩააბარა, რა უნდა ქნას აბიტურიენტმა მაშინ?" მაგრამ ყველაზე უარესი სცენარისთვის მაინც უნდა მოემზადოთ. არ ღირს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება მხოლოდ სტუდენტის სტატუსის მისაღებად. თუკი თქვენი შვილი იმ უნივერსიტეტში საკუთარ თავს ვერ ხედავს,მაშინ, იქნებ სჯობდეს, კიდევ ერთი დამატებითი წელი უფრო ბეჯითად მეცადინეობა, პარალელურად, ტრენინგების გავლა, უმაღლეს სასწავლებლებში ღია კარის დღეებზე დასწრება და, მხოლოდ ამის შემდეგ, უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად ეროვნულ გამოცდებზე გასვლა?
მიეცი მიმართულება და არა - მითითება
მშობლები ხშირად თვლიან, რომ მათ უკეთ იციან, რა არის შვილებისთვის უკეთესი. ალბათ ეს ასეცაა, თუმცა თქვენი მოზარდი შვილები ხომ სწორედ ახლა დგამენ დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს; ისინი ახლა აკეთებენ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევანს. ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ თავად შეურჩიოთ პროფესია, მოიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ღია კარის დღეების; პროფესორ-მასწავლებლების; წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ. ეწვიეთ უნივერსიტეტების ფეისბუქის გვერდებს და მიაწოდეთ თქვენს შვილებს ინფორმაცია მათ შესახებ. ამ ძიებისას დასვით შემდეგი კითხვები: ვინ ასწავლის თქვენ მიერ მოძიებულ უმაღლეს სასწავლებლებში? როგორ ასწავლიან? რა სპეციალობებია? როგორი ტიპის პრაქტიკულ სამუშაოებს სთავაზობენ თქვენ მიერ შერჩეული უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს? დაფინანსების როგორი მოდელებია ამა თუ იმ უნივერსიტეტში?გაეცანით სილაბუსებსაც. ისინი, როგორც წესი, თითოეული უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზეა განთავსებული. მოიძიეთ მსგავსი ტიპის ინფორმაცია და შვილებსაც ასწავლეთ ეს როგორ გააკეთოს.
თუკი თვლით, რომ აღნიშნული რჩევები გამოგადგებათ, დაიწყეთ დღეიდან: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) აბიტურიენტებისთვის საუკეთესო შეთავაზებები აქვს! გადმოდით CIU-ს ფეისბუქის გვერდზე ან ვებსაიტზე, გაეცანით საბაკალავრო პროგრამებს და უნივერსიტეტის სხვა, მნიშვნელოვან უპირატესობებს!
აირჩიეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შემოხაზეთ 115!