უნივერსიტეტში ჩასარიცხად შეიძლება დაგჭირდეთ სკოლის საშუალო ნიშანი და მასწავლებლების რეკომენდაციები - განათლების სამინისტროში ახალ მიდგომებს განიხილავენ
უნივერსიტეტში ჩასარიცხად შეიძლება დაგჭირდეთ სკოლის საშუალო ნიშანი და მასწავლებლების რეკომენდაციები - განათლების სამინისტროში ახალ მიდგომებს განიხილავენ
ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოცდები გადავიტანოთ უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ.

მისივე თქმით, განიხილება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ისეთი მიდგომაც, როდესაც რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება სხვა კომპონენტები, როგორიც არის: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, კლასგარეშე მუშაობა და სხვა.

,,ეროვნული გამოცდების ფორმა რომელიც ახლა გვაქვს აუცილებლად საჭიროებს რეფორმას არამხოლოდ სტრუქტურის
კუთხით, არამედ შინაარსობრივად. ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე და შემოქმედებით მიდგომაზე - ფიქრზე, ვიდრე ფაქტების ცოდნაზე გამოცდების დროს. ამჟამად საქართველოში ყველა უნივერსიტეტს აქვს იმის თავისუფლება, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი სტანდარტი თავად დაამკვიდროს. ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სკოლის საშუალო ნიშანსაც და სკოლის ნიშნის მნიშვნელობაც აწეულია. ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ამერიკაში ეს დიდიხანია აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
10273
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
123
0
იქნებ რეპეტიტორების ბიზნესიც განიხილოთ სკოლის პედაგოგებს მეტი მოთხოვოთ თავს არ იწუხებენ კლასში და იგივე მოსწავლეებს სახლში ასწავლიან იგივე საკითხებს იძულებული ვარ მომზადებაში ვიხადო დამატებით თანხები და კითხვა მიჩნდება მასწავლებლებს რატო უხდის სახელმწიფო ხელფასს?
13:14 / 02-03-2021
ეჰ
0
ძალიან კარგი მოდელია განათლების სისტემაში სკოლის ქულების მნიშვნელობის მინიჭება, მაგრამ ისმის კითხვა, ქართველი ზოგიერთი "გაბოროტებული" პედაგოგი რამდენად დაუწერს სამართლიანად სკოლის მოსწავლეს შეფასებას? არ ექნება ადგილი მიკერძოებას? ესაა ჯერ გამოსაკვლევი და გამოსასწორებელი! ამიტომ მეტი მუშაობა მაგ კუთხით!
09:12 / 23-02-2021
მსგავსი სიახლეები