რომელ რიცხვამდე ისწავლიან ბავშვები და როდის დასრულდება სასწავლო წელი სკოლებში
რომელ რიცხვამდე ისწავლიან ბავშვები და  როდის დასრულდება სასწავლო წელი სკოლებში
2020-2021 სასწავლო წელი მე-12 კლასელებისათვის 20 მაისს დასრულდება, 27 მაისს პირველკლასელები დაამთავრებენ სწავლას, 15 ივნისს კი -  ყველა სხვა კლასის მოსწავლე.

გარდა ამისა, სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური დასვენების დღეა. ესენია:
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სააღდგომოდ ბავშვები
30 აპრილსა და 3 მაისს დაისვენებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება.

თამარ იაკობაშვილი

13796
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ინნა
2
დაამთავრეთ ყველა კლასისთვის სასწავლო წელი მაისში. რას ასწავლით ამისთანას, მაინც ყველა დავალებაში, ინტერნეტში მოიძიეთ მასალებიო წერია. უაზროდ არის გაბერილი პროგრამა და საათები. ქართული, მათემატიკა, ისტორია და ინგლისური უნდა იყოს ძირითადად! დანარჩენ საგნებზე კვირაში ერთი გაკვეთილიც საკმარისია.!
20:31 / 11-03-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი