ყოფილი კო­მა­რო­ველი, რომელიც საერთაშორისო ოლიმ­პი­ა­დის შე­დე­გე­ბით მსოფლიო ათეულში შედის, მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღო
ყოფილი კო­მა­რო­ველი, რომელიც საერთაშორისო ოლიმ­პი­ა­დის შე­დე­გე­ბით მსოფლიო ათეულში შედის, მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღო


კო­მა­რო­ვის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, ნი­კო­ლოზ ბირ­კა­ძე მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (MIT) სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღო. ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

"მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტია მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში, რო­მე­ლიც აშშ-ში, მა­სა­ჩუ­სეტსში, ქა­ლაქ კემ­ბრი­ჯში მდე­ბა­რე­ობს. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ინ­სტი­ტუ­ტი თით­ქმის ყვე­ლა რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ათე­ულ­შია. 2021 წელს, ისე­ვე რო­გორც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში MIT სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტად და­სა­ხელ­და და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა QS World University Rankings-ში. მა­სა­ჩუ­სეტ­ს
ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ერ­თო შე­მო­სა­ვა­ლი რომ შე­იკ­რი­ბოს, ის სიმ­დიდ­რით მსოფ­ლი­ო­ში მე­თერ­თმე­ტე ად­გილ­ზე იქ­ნე­ბო­და.

MIT - ის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი ჯამ­ში 300 000 დო­ლა­რამ­დე აღ­წევს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2014 წლი­დან MIT - ში ყო­ველ­წლი­უ­რად კო­მა­რო­ვის სკო­ლის ერთი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­ინც აგ­რძე­ლებს სწავ­ლას, 2021 წელს კი უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბა, 2 მოს­წავ­ლე გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას. ნიკა MIT - ში ჩა­რი­ცხუ­ლი სკო­ლის მერ­ვე კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია" - ნათ­ქვა­მია სკო­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ.

ნიკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა Mshoblebi.ge მის დედას, ლელა ნონიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ნიკამ სკოლაში მისვლისთანავე გამოავლინა განსაკუთრებული უნარები. 
"თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო. სკოლაში მივიდა თუ არა, იმ დღიდანვე გამორჩეული იყო, განსაკუთრებით მათემატიკაში. რომ გითხრათ, თავს იკლავს მეცადინეობით-თქო, ასე არ არის. ვეუბნები, კიდევ კარგი, ნიჭიერი ხარ-მეთქი... არ არის აქტიური ბავშვი.  ემოციების გამოვლენა მაინცდამაინც არ იცის ხოლმე. ვერ შეატყობ ვერაფერს. არც თავის გამოჩენა
უყვარს" - აღნიშნავდა ნიკას დედა ჩვენი საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში. ნიკას მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუტში ჩაბარება მაშინვე ჰქონდა გეგმაში.

ნიკა ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის ყვე­ლა დრო­ის შე­დე­გე­ბით მსოფლიო ათეულში შედის.

ნი­კას წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­სა და ტურ­ნი­რებ­ზე:

  1. ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და: ოქ­როს 3 და ვერ­ცხლის 1 მე­და­ლი. მას­ზე მეტი ოქ­როს მე­და­ლი მხო­ლოდ 5 მოს­წავ­ლეს აქვს აღე­ბუ­ლი.
  2. მა­თე­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და: ოქ­როს 1, ვერ­ცხლის 2 და ბრინ­ჯა­ოს 1 მე­და­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნი­კა­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი მა­თე­მა­ტი­კის 61-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე, 2020 წელს მხო­ლოდ სამ­მა მოს­წავ­ლემ აჩ­ვე­ნა. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ჩი­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რია.
  3. ჟა­უ­ტი­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და: ოქ­როს 1 მე­და­ლი ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში, ოქ­როს 1 მე­და­ლი მა­თე­მა­ტი­კა­ში.
  4. სრუ­ლი­ად ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი (junior) ოლიმ­პი­ა­და ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში: ოქ­როს 1 მე­და­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რი პირ­ვე­ლი ად­გი­ლი.
  5. ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ოლიმ­პი­ა­და ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში: ოქ­როს 1 მე­და­ლი.
  6. რუ­მი­ნე­თის მას­ტერ­სი მა­თე­მა­ტი­კა­ში: ვერ­ცხლის 1 მე­და­ლი, ბრინ­ჯა­ოს 1 მე­და­ლი.
  7. პე­და­გოგ­თა და ოლიმ­პი­ელ რე­ზერვთა მწვრთნე­ლე­ბის მე-3 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში მო­ი­პო­ვა ვერ­ცხლის მე­და­ლი.
  8. ნიკა ამ­ჟა­მად კო­მა­რო­ვის სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის წრის მას­წავ­ლე­ბე­ლია და თა­ვის უზარ­მა­ზარ გა­მოც­დი­ლე­ბას ახალ თა­ო­ბას უზი­ა­რებს.
კო­მა­რო­ვის სკო­ლა ულო­ცავს ნი­კას ამ წარ­მა­ტე­ბას და მო­მა­ვალ­შიც მრა­ვალს უსურ­ვებს!

altმე-12 კლასელი კომაროველი გენიოსი, რომელიც უკვე მასწავლებელია - როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

altკომაროვის სკოლის მოსწავლე საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს


1671
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი