საქართველოში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის გამო, ბევრ მშობელს გაუჩნდა შეკითხვა, სკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ხომ არ შეიცვლება. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვითხრეს, სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან განახლდება და ამ ეტაპზე, ცვლილება არ იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, არც სასწავლო წლის დასრულების თარიღი გადაიწევს. 20 მაისს მე-12 კლასელები დაამთავრებენ, 27 მაისს - პირველკლასელები, ხოლო 15 ივნისს - ყველა სხვა კლასის მოსწავლე.
აღსანიშნავია, რომ 4-11 მაისის უქმე დღეების გამო მოსწავლეებს რამდენიმე გაკვეთილი გაუცდათ, რომელთა აღსადგენადაც თითოეულ სკოლას განათლების სამინისტრომ რეკომენდაციები გაუგზავნა. სკოლა და კონკრეტული კლასი კი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, რა ფორმით აღადგენენ გაცდენილ საათებს.
თამარ იაკობაშვილი