დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების ლექტორები პერსონალთან ერთად და სტუდენტები ორჯერადად აცრილები უნდა იყვნენ. მისი თქმით, ვაქცინაციის ოფიცრები მსურველებს აცრისთვის ჯავშნის გეკეთებაში დაეხმარებიან.
"ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რათა უსაფრთხოდ შევხვდეთ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას. ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ .