- ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგია, მაგრამ ჩემს მასწავლებლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით.
- სკოლაში როგორ სწავლობდი?
- სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ოქროს მედალზე დავასრულე. თუმცა, მათემატიკა განსაკუთრებით მიყვარდა. ეს სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. დღე არ გავა, რომ მათემატიკის შესახებ ინტერნეტში არსებულ ვიდეოებს არ ვუყურო.
- რა მიმართულებით გეგმავ სწავლის გაგრძელებას?
- თავისუფალ უნივერსიტეტში ვგეგმავ ჩაბარებას, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე.- თქვენს წარმატებაში ოჯახს რა წვლილი აქვს?
- ოჯახმა- მომავალ აბიტურიენტებს რა შეგიძლია ურჩიო?
- როგორი დიდი ნიჭიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ არ იშრომებს, ის ნიჭი ფუჭია. მიზნის მისაღწევად არც ღამეების გათენებას უნდა მოერიდნონ და აუცილებლად ექნებათ სასურველი შედეგი.- ზოგადად, რამდენად რთული იყო საგამოცდო ტესტები?
- ინგლისურის ტესტის სირთულე, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა. ქართული მარტივი არ ყოფილა იმიტომ, რომ 3,5 საათში 2 თემის დაწერა რთულია. რაც შეეხება მათემატიკას, სირთულე არ შეცვლილა, თუმცა იყო ცალკეული დავალებები, სადაც ვფიქრობ, რომოდნავი სირთულე იყო. ვემზადებოდი ყველა საგანში და არ გამჭირვებია.- გარდა პროგრამული საკითხებისა, რა დაგეხმარა, რომ სამივე საგანში ძალიან კარგი შეფასება მიგეღო?
- ინტერნეტში ძალიან დიდი რესურსია. ვისაც მათემატიკის საფუძვლიანი შესწავლა სურს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეიძლება. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, ვიცით, მათემატიკაში რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკა, მაგრამ ასევე განსაკუთრებული ყურადღება თეორიულ საკითხებსაც უნდა დავუთმოთ. თუ ადამიანი პროგრამაში არსებულ თეორიულ საკითხებს საფუძვლიანად შეისწავლის, კარგ შედეგს მიიღებს. რაც შეეხება ქართულს, გარდა პროგრამულისაკითხებისა, მასწავლებელთან ერთად ბევრ საინტერესო თემას განვიხილავდით და გამოცდაში ესეც დამეხმარა. გრამატიკის სწავლა კი ერთი დიდი სიამოვნებაა. ინგლისურშიც უამრავი დამატებითი რესურსია. მთავარი მაინც მონდომება და შრომაა. მერე ყველაფერი მიღწევადია.თამარ იაკობაშვილი