"მხოლოდ პირბადეებია ჩვენთვის პრობლემა, რადგან ბავშვი სათვალეს ატარებს..." - რას ფიქრობენ დედები სწავლის განახლებაზე
"მხოლოდ პირბადეებია ჩვენთვის პრობლემა, რადგან ბავშვი სათვალეს ატარებს..." - რას ფიქრობენ დედები სწავლის განახლებაზე
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეიდან სასწავლო პროცესმა საკლასო ოთახებში გადაინაცვლა. თუმცა, მშობლებს აქვთ არჩევანის უფლება, დატოვონო შვილები ონლაინსწავლების რეჟიმზე ან გაუშვან სკოლაში. საზოგადოებისთვის ცნობილ დედებს გავესაუბრეთ, რატომ გადაწყვიტეს სკოლაში ბავშვების გაშვება და რამდენად უსაფრთხოდ მიაჩნიათ სასკოლო გარემო.

ირინა ონაშვილი:
- ძალიან გვიხარია, რომ უკვე სკოლებში და საბავშვო ბაღებში განახლდა სწავლა. სულ ახლახან დავბრუნდით სახლში და შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ჩემთვის პრიორიტეტია, რომ ნორმალურ გარემოში იყვნენ ბავშვები და სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ამდენი ხნის განმავლობაში დისტანციურად სწავლობდნენ და რაც არ უნდა მოსთხოვო ბავშვს, სრულყოფილად ვერ იმეცადინებს. ონლაინსწავლება
ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა, რადგან მგონია, რომ ძალიან არაეფექტიანია. ბავშვები სკოლაში სხვანაირად არიან მობილიზებულები და მოტივირებულები. ერთი სიტყვით, ძალიან გახარებულები ვართ და იმედია, პანდემიის პირობებში, მშვიდობიან გარემოში მოუწევთ მათ სწავლის გაგრძელება.
საბედნიერო, სკოლაშიც და ბაღშიც ყველანაირი წესები და რეგულაციები იყო დაცული. აკეთებდნენ თერმოსკრინინგს, ატარებდნენ დეზინფექციას, განაწილებული ჰყავთ ბავშვები, რომ ერთ სივრცეში ბევრს არ მოუწიოს ერთად ყოფნა, სკოლაში შესასვლელებიც გამოყოფილია და ბავშვები სხვადასხვა შესასვლელიდან შეჰყავთ. ყველა ცდილობს, რომ დაიცვან წესები და ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში.
mshoblebi

- მშობლების აზრი ორად გაიყო პირბადეები მოხმარებასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, სავალდებულოა
სკოლაში ბავშვებისთვის პირბადის ტარება?

- მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, პირიქით. ეს არის ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში მასწავლებლების დაახლოებით 80% აცრილია, რაც დამატებით სიმშვიდის საბაბს მაძლევს. ვფიქრობ, ეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. ვთვლი, რომ თითოეული მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, რომ ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში სწავლა შეძლონ. ჩვენც ჩვენის მხრივ, რეგულაციებით გათვალისწინებულ ყველა წესს ვიცავთ, ეს იქნება პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ხელების ხსნარით დამუშავება თუ სხვა.

გვანცა დარასელია:
- ჩვენც გვქონდა დღეს სკოლის პირველი დღე. ჩემი შვილი დიდი სიხარულით ელოდებოდა ამ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი სტკიოდა და შეიძლებოდა არ გაგვეშვა, მაინც წავიდა. სულ მალე მივაკითხავ და ძალიან მაინტერესებს, როგორი ემოციებით დამხვდება.
ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი სკოლის, რადგან მუდმივად გვაყენებდნენ საქმის კურსში, რა ხდებოდა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ერთადერთი, პირბადეები გახდა მოსწავლეებისთვის სავალდებულო და ეს ცოტა პრობლემაა ჩვენთვის. ჩემი შვილი სათვალეს ატარებს, პირბადის ტარების დროს კი ეორთქლება მინები, რაც დისკომფორტს უქმნის. ვნახოთ, როგორ შეეგუება ამ ვალდებულებას. იმედია, შეეჩვევა და მოირგებს ისე, რომ დისკომფორტი არ ჰქონდეს, თან კარგად დაინახოს და თან უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.
mshoblebi

- როგორ ფიქრობთ, რამდენად უსაფრთხოდ წარიმართება სწავლის პროცესი სკოლებში?

- მე რა თქმა უნდა, მომხრე ვიყავი, რომ სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში დაწყებულიყო. მესმის, რომ სკოლა არის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ადგილი ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ამიტომ გავარკვიე ჩვენი სკლოის მშობლების დამოკიდებულება აცრის მიმართ და მშობლების თითქმის სრული უმრავლესობა არის ვაქცინირებული. ასევე მასწავლებლები, დამრიგებელი და სკოლის პერსონალი. რა თქმა უნდა, 100%-ით დაზღვეული არავინაა, მაგრამ ეს მაინც დიდი დაცვაა. ბავშვები ძალიან დაზიანდნენ ამ სიტუაციით, დისტანციური სწავლებით და ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილება იყო სკოლაში სწავლის განახლება. იმედს ვიტოვებ, რომ შვიდობიანად და უსაფროდ ჩაივლის ყველაფერი.
მერი ბლიაძე
5183
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
თამრი
0
ის, რომ მასწავლებლების უმეტესობა აცრილია ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი იმის ფონზე, რომ ბავშვები არა და ვერც იქნებიან აცრილები. საბედნიეროდ მოზარდების უმეტესობას მარტივად გადააქვთ კოვიდი, მაგრამ საუკეთესო გადამტანები არიან. თან ორჯერადად აცრილ მასწავლებლებსაც ემართებათ კოვიდი. ფაქტია, რომ სკოლების გახსნისა და არჩევნების შემდეგ საგრძნობლად იმატა შემთხვევებმა.
20:24 / 08-10-2021
ზაზა
1
ადა სავალდებულო პირბადეს ბავშვებში მითუმეტეს რა ნახირი მშობელი უნდა იყო 6 7 8 10 წლის ბავშს პირბადე რო ააკრა სახეზე და ისე გაუშვა სკოლაში რა უნდა ისწავლოს იმ საწყალმა ბავშმა ჯანგბადი თუ არ მიეწოდა მის ტვინს? გავაპროტესტოტ ერთად არ მივცეთ საშუალება ბავშვები დაამონონ...
14:33 / 06-10-2021
მამა
8
იმავე სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ადამიანმა უნდა ჩაისუნთქოს ჟანგბადი და ამოისუნთქოს ნახშიროჟანგი. პირბადე კი ერთი - ორი ამოსუნთქვის მერე ნახშიროჟანგის 32%-ს გვიბრუნებს უკან ფილტვებში. ჯობია კლასში მარტივი ვენტილაციის სისტემა იყოს მოწყიბილი და პრბადის გარეშე ისხდნენ მოსწავლეები.
07:25 / 05-10-2021
მსგავსი სიახლეები