რა არის პროფესია, რომელსაც მშობლების უმეტესობა შვილს ურჩევს
რა არის პროფესია, რომელსაც მშობლების უმეტესობა შვილს ურჩევს
21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის მოწინავეა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, რომლის მოვალეობებშიც შედის ელექტრონული უსაფრთხოება, მონაცემთა შენახვა, ეფექტური კომუნიკაცია, ტექნოლოგიების გამართვა და სხვა.

რაც უფრო გამართული აქვს კომპანიას საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება, მით უფრო მეტია მისი წარმატების შანსი. IT მიმართულებაზე დიდწილად არის დამოკიდებული კომპანიის შემოსავლების ზრდა, ამიტომ მენეჯერები ცდილობენ, ისეთი პროფესიონალები შეარჩიონ, რომელთაც შეუძლიათ, თავიანთ სფეროში არსებული თანამედროვე მოთხოვნები დააკმაყოფილონ და არც ცვლილებების ეშინოდეთ. ასეთ სპეციალისტად ჩამოყალიბებას კი სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკა სჭირდება, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე მიიღებთ.

BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებაზე საშუალება
გექნებათ შეისწავლოთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია, ისარგებლოთ ტექნოლოგიური ლაბებით, ესენია: სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე, HP ლაბორატორია, ლაბორატორია ინდუსტრია 4.0, iOS/Android Lab, Design Lab, AI Lab, Renewable Energy Lab, ბლოკჩეინ ლაბი და კიბერუსაფრთხოების ლაბი. შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მობილური & Web აპლიკაციები, ისწავლოთ IT პროექტების მართვა საერთაშორისო დონეზე და დაეუფლოთ პროგრამა Python-ს პირველივე კურსიდან.

ასევე, პროგრამის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, აიღონ მეორე უნივერსიტეტის - ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის - დიპლომი. სტუდენტები სასწავლო პროგრამის ნაწილს გაცვლითი პროგრამის მეშვეობით სწორედ აქ გაივლიან. ამასთან, მიმართულებას მიღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ BTU-ს დიპლომით უცხოურ წარმატებულ კომპანიებშიც შეძლებთ დასაქმებას.

„პროგრამაზე მუშაობისას გავითვალისწინეთ ყველა ის მოთხოვნა, რაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის მიმართ დღეს შეიძლება დამსაქმებელს ჰქონდეს. სფერო არც ისე მარტივი და მრავალმხრივია და უფრო მეტად ცოდნა პრაქტიკით მიიღება, ვიდრე მხოლოდ თეორიის სწავლებით. შესაბამისად, პროგრამაში შევიტანეთ მაქსიმალურად ბევრი პრაქტიკული კომპონენტი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამით შეგიძლიათ ჩვენთან IT მიმართულების სწავლა,“ - აღნიშნეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი არ წყვეტს სტუდენტთან თანამშრომლობას. ის გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ სხვადასხვა პროგრამაში, თავად გახდეთ რომელიმე ისეთი პროგრამის დამაარსებელი, რომლითაც სტუდენტებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებთ ან უწყვეტად ისწავლოთ საგანი, რომელშიც საუკეთესო შედეგები გქონდათ.

გარდა ამისა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების წლიდან, აქტიურად არის ჩართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხელს შეგიწყობთ საკუთარი საქმის წამოწყებაში და დაგეხმარებათ სტარტაპ აქსელერაციის პროგრამებში ჩაერთოთ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტმა მიიღოს სრულყოფილი ცოდნა იმ მიმართულებაზე, რასაც აირჩევს და, ამასთანავე, დავეხმაროთ ანტრეპრენერული უნარების განვითარებაშიც, რათა თავად გახდეს დამსაქმებელი და შექმნას ისეთი ბიზნესი, რომელიც დიდ წარმატებას მოუტანს როგორც მას, ისე ჩვენს ქვეყანას," - აღნიშნეს BTU-ში.

BTU-ს საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით ხდება, საფასური კი 2250 ლარია. ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდია1950103. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობით გელოდებათ.

ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსების) სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ, და­რე­გის­ტრირ­დნენ შემ­დეგ ბმულ­ზე.

263
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები