ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში 29 დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყებოდა.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2022 წლის 17 იანვრიდან განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, როგორც სამინისტროში გვითხრეს, ისინი ზამთრის არდადეგებს სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიურო კალენდრის მოხედვით განსაზღვრავენ.
თამარ იაკობაშვილი