განახლდება თუ არა ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან - პასუხი უწყებებიდან
განახლდება თუ არა ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან - პასუხი უწყებებიდან
საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი აქტიურად იწყებს გავრცელებას. ამ ფონზე, ბევრ მშობელს გაუჩნდა შეკითხვა, ხომ არ გადაიწევს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის განახლება სკოლებსა და ბაღებში. შეკითხვით შესაბამის უწყებებს მივმართეთ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ჯერჯერობით სწავლის განახლების თარიღთან დაკავშირებით ცვლილება არ არის, შესაბამის გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს და ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში, ინფორმაცია გავრცელდება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოშიც გვითხრეს, რომ არსებული რეკომენდაციების დაცვით, 17 იანვრიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გასაახლებლად ემზადებიან.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში
წერტილოვანი დაკეტვის შესაძლებლობა დაუშვეს, რაზეც უფრო ვრცლად იხილეთ ინფორმაცია.

თამარ იაკობაშვილი

9660
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
კიოსერა
1
პანდორას ყუთი გახსნილია. ამის მერე არასოდეს გამოილევა ნაირნაირი ვირუსები და მათი შტამები. ხოდა ისტერიკისა და პანიკის თესვას ჯობია გვაცალოთ ცხოვრება.
14:46 / 10-01-2022
მსგავსი სიახლეები