"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კვლავაც უცვლელია, რომ სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება. ჩვენი შეფასებით, სკოლების მზაობაც საკმაოდ მაღალია. მათ პანდემიური ტალღის არაერთი ეტაპი გაიარეს და იციან და ადაპტირებული აქვთ ის პროტოკოლი, რაც საჭიროა ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში. სკოლების უმრავლესობას
სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 17 იანვრიდან განახლდა. ამჯერადაც, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ სწავლება აირჩიონ.
დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00
თამარ იაკობაშვილი