რამდენი დღით დაისვენებენ მოსწავლეები სააღდგომოდ და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე?
რამდენი დღით დაისვენებენ მოსწავლეები სააღდგომოდ და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე?
სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვრიდან დაიწყო. სასწავლო პროცესის დასრულებამდე კი რამდენიმე ოფიციალური უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, თუმცა წელს ის შაბათ დღეს ემთხვევა.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
  • საგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი,
აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის
შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

თამარ იაკობაშვილი
142118
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნოდო - ს
2
გეტყობა რომ შენც გეზარება კითხვა, თორემ სანამ კომენტარს გაუშვებდე, ჯერ უნდა გადაგეკითხა და დაგეკორექტირებინა !
11:51 / 06-04-2022
ნოდო
7
რატო გვეზარება კითხვა მარტო მესიჯის ვრორს არა ვინც დაულაიქა
23:54 / 05-04-2022
მსგავსი სიახლეები