ირანში გადასახლებული ქართველების პატარა შთამომავლები თბილისელ თანატოლებს წერილებს უგზავნიან - ქართველი მასწავლებლის იდეა, რომელმაც ქართული ფესვები ერთმანეთს დააკავშირა
ირანში გადასახლებული ქართველების პატარა შთამომავლები თბილისელ თანატოლებს წერილებს უგზავნიან - ქართველი მასწავლებლის იდეა, რომელმაც ქართული ფესვები ერთმანეთს დააკავშირა
ეს საინტერესო პროექტი თბილისის 139-ე საჯარო სკოლის პედაგოგს, ჰერეთში დაბადებულსა და გაზრდილს, შორენა თამაზაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. როგორც ის ამბობს, ასე სურდა, ერთმანეთისგან ძალიან შორს მყოფი ქართველი პატარები დაეახლოვებინა:

"გადავწყვიტე საზღვრებსმიღმა მცხოვრები თანატოლები გამეცნო ჩემი მეორეკლასელებისთვის. ამ ჩაკეტილი საზღვრების ფონზე ვერაფერი მოვიფიქრე...როგორც პედაგოგს, მინდოდა, შემეცნებითი, ინფორმაციის მომცველი და საინტერესო ყოფილიყო რაღაც, რაც თბილისში ჩემს მეორეკლასელებსაც დააინტერესებდათ და თან საზღვრებსმიღმა მცხოვრებ თანატოლებზეც დააფიქრებდათ... ჯერ იყო ფერეიდანი, მერე - ჰერეთი. 10 ქართული სკოლაა (აქედან რამდენიმე მხოლოდ სექტორია, თუმცა ესეც მახარებს)
ახლა საინგილოში და ათივე სკოლის
მეორეკლასელების პედაგოგებს შევეხმიანე და ვთხოვე, ჩემი პატარებისთვის წერილები მოეწერათ... სიამოვნებით დამთანხმდნენ და შედეგიც სახეზეა. დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს, ამ სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს და უდიდესი მადლობა მეორე კლასების დამრიგებლებს... ჩვენ გვჭირდება ასეთი ურთიერთობები, ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ ასეთი პროექტები... კიდევ ვგეგმაც საზღვრებსმიღმა დარჩენილ სხვა თანატოლებთან მიმოწერასაც" - ამბობს შორენა თამაზაშვილი. 
mshoblebi
"მეგობრული მიმოწერა ჩვენს მოსწავლეებსა და ფერეიდნელ თანატოლებს შორის გრძელდება. დღეს 139-ე სკოლის მეორეკლასელებმა ირანში მცხოვრები ქართველი მეგობრების წერილები მიიღეს. შეუძლებელია, არ აგითრთოლდეს გული და არ აგიხმაურდეს სისხლი, როცა ფერეიდნიდან გამოგზავნილ კონვერტზე ამოიკითხავ: "სამშობლო, მიყვარხარ!" "ისინი გმირები არიან!", "რა ლამაზად წერენ ქართულად!", "მასწავლებელო, რომ ჩამოვლენ, დავპატიჟოთ ჩვენს გაკვეთილებზე!", "ამ წერილს სახლში კედელზე გავაკრავ...", "რომ გავიზრდები მე ჩავალ ფერეიდანში"- ეს სიტყვები ჩვენი მეორეკლასელების დღევანდელი გამოხმაურებაა ამ წერილებზე. სამშობლოს სიყვარული სკოლაში იწყება, სამშობლოს პატივისცემა კი უპირველესად მისი წარსულის ცოდნაა", - ვკითხულობთ 139-ე სკოლის ფეისბუქგვერდზე.
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi

altმასწავლებელი, რომელმაც კაბაზე ქართული ანბანი ამოიქარგა - კრეატიული პედაგოგის ვიდეო პატარებს


1932
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები