"ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოითხოვა" - რას აცხადებენ მშობლები?
"ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოითხოვა" - რას აცხადებენ მშობლები?
თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თდღი­ან ექ­სკურ­სი­ებ­ზე წა­სას­ვლე­ლად სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მათ მოს­წავ­ლე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის წარ­დგე­ნა მოს­თხო­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მშობ­ლე­ბის ნა­წილ­მა გა­ნუ­ცხა­და, და­ზღვე­ვის­თვის მათ და­მა­ტე­ბით 4 ლარი უნდა გა­და­ე­ხა­დათ.

ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს მშობ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და აცხა­დებს, რომ ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას და­ზღვე­ვის წარ­დგე­ნა მათი მო­თხოვ­ნა არ არის.

სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, სკო­ლამ ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას მხო­ლოდ ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა და­იც­ვას, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრე­ბის­თვის გა­ი­ცა.

ამას­თან, „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ინ­ფორ­მა­ცია ერთ-ერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ა­მოწ­მა, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზღვე­ვა მო­ი­თხო­ვეს, თუმ­ცა სკო­ლის ად­მი­ნის­ტრია
აღ­ნიშ­ნულს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ
ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის წარ­დგე­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მათ არ და­უ­ვა­ლე­ბი­ათ.

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს მხო­ლოდ ერ­თდღი­ა­ნი ექ­სკურ­სი­ის მო­წყო­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს, მოს­წავ­ლე­ე­ბის ღა­მის­თე­ვით ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა კი იკ­რძა­ლე­ბა. ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სკურ­სი­ის ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს ისე, რომ მან­ძი­ლი სკო­ლი­დან ლო­კა­ცი­ამ­დე 150 კმ-ს არ აღე­მა­ტე­ბო­დეს.

გარ­და ამი­სა, ზო­გა­დადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ექ­სკურ­სი­ის დროს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არ მოხ­ვდნენ მდი­ნა­რი­სა და წყალ­სა­ცა­ვე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­წყერ­სა­შიშ და სხვა და­უც­ველ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ასე­ვე, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­მარ­ტეს, ექ­სკურ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სრულ­წლო­ვან პირ­თა შო­რის უნდა იყოს სულ მცი­რე ერთი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი პირი, რო­მელ­საც აქვს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი.
ინტერპრესნიუსი

altრატომ შეზღუდა განათლების სამინისტრომ ექსკურსიების მოწყობისთვის მანძილი და სავალდებულოა თუ არა ეს ყველა სკოლისთვის


5731
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები